„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016480
27
16/09/2019
ვებგვერდი, 19/09/2019
010250020.35.158.016480
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2019 წლის 16 სექტემბერი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი პუნქტის, 124-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს  ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის  2 აპრილის  №26  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2018, 010250020.35.158.016430) და

1. დადგენილების პრეამბულა   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა  და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 124-ე მუხლის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები.

3. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 3 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი