დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016580 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2018, 010250050.35.148.016533) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. დედ-მამით ობოლი ბავშვებისა და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“ გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ/მზრუნველმა ან/და იმ ბავშვების მეურვემ/მზრუნველმა, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ბენეფიციარის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ცნობა მშობლების უფლება-მოვალეობების შეზღუდვის შესახებ; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.“ დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლს დაემატოს მე-41 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „41. ხანძრის (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები