„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 15/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021471
451
13/09/2019
ვებგვერდი, 13/09/2019
300160070.10.003.021471
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №451

2019 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის №329 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/07/2019, 300160070.10.003.021347) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე (შემდგომში − ასს) აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა რეგლამენტით განსაზღვრული გათხევადებული და შეკუმშული  აირის აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის/მძღოლებისათვის, მონტაჟისა და მომსახურების  განმახორციელებელი სერვისის საწარმოებისთვის (შემდგომში − სერვისის საწარმო), აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოებისათვის, შეკუმშული და გათხევადებული საწვავაირსავსები სადგურებისათვის.“.

2.  პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გათხევადებული აირი (საერთაშორისო აბრევიატურა − „LPG“) − მსუბუქი ნახშირწყალბადების (პროპან-ბუთანი) ნარევი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას საწვავად გამოიყენება.“. 

3.  პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 200 ბარი ან მეტი წნევის წარმომქმნელი ჰაერის კომპრესორი. ასევე ინსპექტირების ორგანოს შესაძლებელია, ჰქონდეს წნევაზე მომუშავე ჭურჭელი (წნევის შემნახველი რეზერვუარი) აირბალონების გამოცდისათვის.“.  

4. პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მე-14 მუხლის:

) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გათხევადებული აირის აირბალონის ინსპექტირება − 5 წელიწადში ერთხელ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეკუმშული ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს სამ წელიწადში ერთხელ.“.

5. პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის 1.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაიკეტოს შემშვები მაგისტრალური სარქველი და აირბალონის სახარჯო ვენტილი;“;

ბ) პირველი პუნქტის 1.3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეკუმშული ჰაერის ან/და ინერტული აირის დრეკადი მილი მიუერთდეს გასამართ მოწყობილობას.“;

გ)  3.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.3. თუ აირბალონიანი სისტემის კონსტრუქცია და მწარმოებლის დოკუმენტაცია მოითხოვს შესაბამისობის შეფასების განსხვავებულ პროცედურას, მაშინ ინსპექტირების ორგანომ უნდა დანერგოს და განახორციელოს შესაბამისობის შეფასება სათანადო წესით მიღებული ვალიდირებული პროცედურით.“;

დ) მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გათხევადებულ აირზე მომუშავე პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის  შესაბამისობის შეფასების სამუშაოები:“;

ე) მე-4 პუნქტის 4.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.2. გათხევადებულ აირზე მომუშავე პერიფერიული მოწყობილობებისა  და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა და ჰერმეტულობაზე გამოცდა ტარდება შეკუმშული ჰაერით 16 ბარი წნევით.“;

ვ) მე-4 პუნქტის 4.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შემოწმდეს  შემავსებელი, გამცემი და მაგისტრალური ვენტილები გახსნასა და ჩაკეტვაზე. აირბალონში (აირბალონებში) არ უნდა იყოს წნევა;“;

ზ) მე-4 პუნქტის 4.3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოიხსნას გასამართი მოწყობილობის მილყელიდან  დამცავის ხუფი და შეუერთდეს შეკუმშული ჰაერის ან ინერტული აირის მიმწოდებელი დრეკადი მილი.“;

თ) მე-5 პუნქტის პრეამბულა და მე-5 პუნქტის 5.1 და 5.2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გათხევადებულ აირზე მომუშავე პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა და ჰერმეტულობაზე  შემოწმება:

5.1. პოსტის მართვის პულტიდან ხდება შეკუმშული ჰაერის ან ინერტული აირის მიწოდება წნევით − 16 ბარი. შეკუმშული ჰაერის მიმწოდებელი დრეკადი მილის გასამართ მოწყობილობასთან შეერთების ადგილისა და მაგისტრალის შემავსებელ სარქველამდე მონაკვეთის ჰერმეტულობა მოწმდება პენიტრანტული (საპნის ქაფით) ან/და გაჟონვის ელექტრონული მაძიებლით. არაჰერმეტულობის აღმოჩენის შემთხვევაში  ხდება წნევის დაგდება ნულოვან მაჩვენებლამდე. ხორციელდება არაჰერმეტულობის მიზეზის აღმოფხვრა და მეორდება გამოცდა.

5.2. იხსნება შევსების ვენტილი და  აირბალონი (აირბალონები) შეკუმშული ჰაერით ივსება 16 ბარ წნევამდე, რაც კონტროლდება შეკუმშული ჰაერის მიწოდების პოსტზე არსებული მანომეტრით.“;

ი) მე-5 პუნქტის 5.4 და 5.5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.4. აირბალონში (აირბალონებში) 16 ბარი წნევის მიღწევისას ხდება შეკუმშული ჰაერის მიწოდების შეწყვეტა. იკეტება შევსების ვენტილი და 2-3 წთ-ის შემდეგ იწყება  აირბალონიანი სისტემის  გამოცდა ჰერმეტულობაზე.

5.5. სახარჯი ვენტილის ჰერმეტულობა მოწმდება პენიტრანტული მეთოდით (საპნის ხსნარის) ან სხვა საშუალებით. გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება აირბალონში წნევის დაგდება ნულოვან მაჩვენებლამდე. ხორციელდება გაუმართაობის აღმოფხვრა და ტარდება განმეორებითი გამოცდა.“;

კ)  შენიშვნის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჰაერის გაჟონვის შედეგად აირბალონში 10 ბარამდე წნევის შემცირებისას, გაჟონვის აღმოფხვრის შემდგომ წნევა უნდა იქნეს აყვანილი 16 ბარამდე.“;

ლ)  შენიშვნას დაემატოს შემდეგი  შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებზეც ამ რეგლამენტით განსაზღვრული აირბალონიანი მოწყობილობა დამონტაჟებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ ქარხნულად, აირბალონიანი მოწყობილობის ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან პირველადი შესაბამისობის შეფასების სამუშაოები უტარდებათ აირბალონიანი მოწყობილობის მოხსნის გარეშე, გარდა ამ რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევისა.“.  

6. პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აირბალონების ექსპლუატაციაში დაშვების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება აირბალონების ქარხანა-დამამზადებლის მიერ (არაუმეტეს 20 წლისა − შეკუმშული აირის ბალონების შემთხვევაში და არაუმეტეს 10 წლისა −  გათხევადებული აირის აირბალონების შემთხვევაში).“; 

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჰიდრავლიკური გამოცდა 300 ბარი საგამოცდო წნევით შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ბალონისა და 25 ბარი გათხევადებულ აირზე მომუშავე აირბალონებისათვის;“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აირბალონების ჰიდრავლიკურ გამოცდას სპეციალურ დანადგარზე აწარმოებენ 300 ბარი საგამოცდო წნევით შეკუმშულ საწვავ აირზე მომუშავე აირბალონებისა და 25 ბარი წნევით გათხევადებულ აირზე მომუშავე აირბალონებისათვის, 2 წუთის განმავლობაში. აირბალონი ითვლება ვარგისიანად, თუ  არ შემცირდა საგამოცდო სისტემაში წნევის სიდიდე, ადგილი არ ექნა ბალონის ზედაპირზე ნაჟონსა და ნარჩენ დეფორმაციას.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15 სექტემბრიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია