დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016505 |
|
მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის , 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელი საჯარო დაწესებულების (ტექსტში შემდგომ – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ. |
მუხლი 2.
საჯარო დაწესებულების დირექტორისთვის დადგენილი მოთხოვნები |
1. საჯარო დაწესებულების დირექტორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) აქვს უმაღლესი განათლება; გ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელ დაწესებულებაში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად ან მენეჯერულ პოზიციაზე ან/და საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება; დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე); ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. 2. საჯარო დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; (I, II, IX თავი) ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“. 3. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა გააჩნდეს ზოგადი ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები; ე) განათლების ძირითადი თეორიები; ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში; ზ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები; თ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები. ი) ფინანსური მართვის საფუძვლები. 4. საჯარო დაწესებულების დირექტორმა აგრეთვე უნდა იცოდეს Word, Excel, Power Point კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა. |
მუხლი 3.
პირი, რომელიც არ მიიღება საჯარო დაწესებულების დირექტორად |
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, რომელიც:
ა) ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა; ბ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, გააჩნია ისეთი დაავადება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; გ) წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. |
მუხლი 4.
გარდამავალი დებულებები |
ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები