დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 13/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.43.048.016020 |
58
13/09/2019
ვებგვერდი, 13/09/2019
010320040.43.048.016020
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
|
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2016, 010320040.43.048.016016) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
|
ა)
47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამსახურის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პირადი პატაკის საფუძველზე და სამსახურის უფროსის თანხმობით, შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში.“; |
ბ)
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მისაღები კანდიდატებისთვის, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, სავალდებულოა მინიმუმ 2 (ორი) უცხო ენის ცოდნა, მათ შორის ერთი უცხო ენა მაღალ დონეზე, ხოლო მეორე – საშუალო დონეზე. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 13 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები