„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის N201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 163/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016406
163/04
13/09/2019
ვებგვერდი, 16/09/2019
220020000.18.011.016406
„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის N201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №163/04

2019 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებით (სსმ, №99, 27/07/2006) დამტკიცებული „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

2020 წლის 31 დეკემბრამდე, ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტის მიზნებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ შესაბამისად შექმნილი უცხოური ვალუტის აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები უცხოური ვალუტით არსებული აქტივებიდან დაიქვითება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

31-მარ-2019-მდე

31-მარ-2019-დან 31-დეკ-2019-მდე

31-დეკ-2019-დან    30-ივნ-2020-მდე

30-ივნ-2020-დან

0%

25%

50%

75%

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე