„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №15-49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 46-77
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 18/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016646
46-77
13/09/2019
ვებგვერდი, 17/09/2019
280120000.35.101.016646
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №15-49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46-77

2019 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №15-49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №15-49 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 07/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.101.016498) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესის“ (დანართი N1):

ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში პირმა ან მისმა წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს მერიას, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) მოსარგებლე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში განცხადების რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

გ) მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია), რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იმყოფება საქართველოში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს/პირის (სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი პროფილის ექიმი/კონსილიუმი) დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სერვისის მიღება პირს არ შეუძლია საქართველოში, სერვისის საქართველოში არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ;

ე) თუ პაციენტი უკვე იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, მიმწოდებელი დაწესებულებიდან დასკვნა მომსახურების/საჭიროების მიღების აუცილებლობის თაობაზე.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის „თ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადატანას საქართველოს ფარგლებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში;“;

გ) მე-7 მუხლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამედიცინო ან სხვა მიმწოდებელ დაწესებულებაში მომსახურების გაწევა ხორციელდება სამსახურის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის მეშვეობით. საგარანტიო წერილი მოქმედებს მოსარგებლის მიერ მისი ჩაბარებიდან 3 თვის განმავლობაში.

8. საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების შემთხვევაში, მოსარგებლე/მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებიდან უზრუნველყოს გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

9. საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამედიცინო ან სხვა მიმწოდებელ დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა ხორციელდება მოსარგებლე პირის მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ.

10. საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამედიცინო ან სხვა მიმწოდებელ დაწესებულებაში მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება უარს აცხადებს საგარანტიო წერილის საფუძველზე მომსახურება გაუწიოს მოსარგებლეს, სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება მოსარგებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის და სამგზავრო ბილეთების წარმოდგენის და ფორმა N1-ის შევსების საფუძველზე.“;

 დ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. სამგზავრო ბილეთების წარმოდგენა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარგებლე პირი, განცხადების განხილვის მომენტისათვის, სამკურნალოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე