დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.108.016004 |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 აპრილის №121490 მომართვისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №7 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას უსახელო ქუჩას მიენიჭოს კოსტანტინე გამსახურდიას სახელი (ორთოფოტო თან ერთვის). 2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში) ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ.№247).
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი
|
დოკუმენტის კომენტარები