დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-882 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.023.016597 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 01/07/2015, 360010010.22.023.016327) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულების“ (დანართი №1): |
ა)
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად განახორციელოს კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიული სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება; ვ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში დაუბრკოლებლად შევიდეს რეგულირების ობიექტების ტერიტორიაზე, კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიული სინჯების ასაღებად/დასალუქად და გაზომვების ჩასატარებლად, გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების, კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიული სინჯების აღების/დალუქვის და გაზომვების ჩატარების მიზნით, მიმართოს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს ან აღნიშნულის თაობაზე დააყენოს საკითხი დეპარტამენტის უფროსთან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი დეპარტამენტის უფროსთან დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევის თაობაზე;“; |
ბ)
მე-7 მუხლის: |
ბ.ა)
პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კომპეტენციის ფარგლებში, ლაბორატორიული სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;“ |
ბ.ბ)
მე-2 პუნქტს „ბ" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) კომპეტენციის ფარგლებში, ლაბორატორიული სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;“ |
2.
ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანდართული დებულების“ (დანართი №2) მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ლაბორატორიული სინჯების აღება/დალუქვა, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ან დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევა ან ამის თაობაზე საკითხის დაყენება დეპარტამენტის უფროსთან;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები