,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 20/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
214
18/11/2009
სსმ, 143, 20/11/2009
000000000.00(0).000.000000
,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №214

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 2 მეტრი სიმაღლის. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში – არანაკლებ 1 მეტრისა) და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემომსაზღვრელი ღობე არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის მაძიებელი იკისრებს ვალდებულებას, რომლის მიხედვით ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში შეინახება მხოლოდ 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები;“.

2. ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან, ან საწყობის ტერიტორიის პერიმეტრზე (იმ შემთხვევაში, როცა არ მოითხოვება შემომსაზღვრელი ღობე) ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ან დადგმული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ნიშანი (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა, ხოლო დადგმული ნიშნის გამოყენებისას ნიშნის სიმაღლე უნდა იყოს სავალი ნაწილის ზედაპირიდან არანაკლებ 1 მეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაკეთდეს წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs control zone“, ამასთან, ნიშანი დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით;“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური