„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 11/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.19.012.016073
1
11/09/2019
ვებგვერდი, 12/09/2019
230210000.19.012.016073
„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №1

2019 წლის 11 სექტემბერი

ქ.თბილისი

„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 230210000.19.012.016001, 10/02/2011) დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემოსავლების სამსახური – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების, საბაჟო ზედამხედველობისა და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის განხორციელება;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემოტანისას - ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შემთხვევაში საბაჟო საზღვრის  გადაკვეთიდან,  ხოლო სხვა შემთხვევაში  – პირის მიერ საბაჟო პროცედურის განსაზღვრიდან ან დროებით შენახული საქონლის დასაწყობებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურს ამ მუხლით დადგენილი წესით ეგზავნება ასევე ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომელმაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ან არასწორი დეკლარირებით გადაიტანა ან გადმოიტანა ან გააგზავნა ან მიიღო მონიტორინგსდაქვემდებარებული ნაღდი ფული და/ან ჩეკები და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსივალერიან ხასაშვილი