დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სს ,,ვანრიკ აგროს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/498-19 |
დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
მიღების თარიღი | 06/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქმე №2/498-19
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 6 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე – ციცინო მოსიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი – თეონა აბზიანიძე
მეურვე: სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“
წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე
მოვალე: სს „ვანრიკ აგრო“
დირექტორი: ალექსანდრე ცხოვრებაშვილი
წარმომადგენელი: შოთა თანდაშვილი
კრედიტორი: სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
წარმომადგენელი: თეიმურაზ ხონელია
კრედიტორი: სს „საპარტნიორო ფონდი“
წარმომადგენელი: ვახტანგ ჯორბენაძე
წარმომადგენელი: სალომე მესხიშვილი
წარმომადგენელი: გიორგი ციმაკურიძე
კრედიტორი: შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი: მადონა გეწაძე
კრედიტორი: შპს „სტალკერი“
წარმომადგენელი: შალვა ფხალაძე
კრედიტორი: ირაკლი ფარცვანია
წარმომადგენელი: შალვა ფხალაძე
კრედიტორი: ვიქტორია ფარცვანია
წარმომადგენელი: შალვა ფხალაძე
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ვანრიკ აგროს“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 12 სექტემბერს 16:00, საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება;
ბ) გაკოტრების მმართველის არჩევა/დანიშვნა.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მეორე სართული, სხდომის დარბაზი №2).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
დოკუმენტის კომენტარები