„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 12/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016389
37
06/09/2019
ვებგვერდი, 11/09/2019
010250020.35.159.016389
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. მარნეული

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №5  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 12/01/2017, 010250020.35.159.016254) და

1.  დანართი 1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის (შემდგომში „სტრუქტურული ერთეული“) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში „უფლებამოსილი პირი“), ამ სამსახურების დებულებებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად.“.

2. დანართი 1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  პირი, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი  –  საჯარიმო ქვითარი, უფლებამოსილია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში მერთან, რასთან დაკავშირებულ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (მერის) შესაბამისი სამსახური, ხოლო ამავე კოდექსის სხვა მუხლებით განსაზღვრულ და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჩივრდება სასამართლოში.“.

3. ამოღებულ იქნეს დანართი 1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.

4. დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი  2
მარნეულის მუნიციპალიტეტი

ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000


                                                                                                                        .

1. შედგენის თარიღი _____________ 2. შედგენის ადგილი _________________________

                                             ( რიცხვი, თვე, წელი)                                                                           (მისამართი)

 

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: ______________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

4. სამართალდამრღვევის მონაცემები: _____________________________________________

_________________________________________________________________________________

 

(ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამარათი და საინდენტიფიკაციო კოდი)

 

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:  _________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის __________________________________________________მუხლის ________ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას __________________ლარის ოდენობით.

 

7. მოწმის სახელი, გვარი და პირადი მონაცემები: _______________________________

_________________________________________________________________________________

                                                   ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახსნა-განმარტება: ___________________

__________________________________________________________________________________

9. მიმღები მოლარე: _____________ საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300103263

ოქმის შემდგენელი: ______________   მოწმე ან სხვა პირი: ________________________

                                           ( ხელმოწერა)                                                                (სტატუსი, ხელმოწერა

სამართალდამრღვევი: ________________________________________________________

                                                  ( ხელმოწერა, ხელმოწერაზე უარის თქმა ან ქვითრის ჩაბარებაზე უარი)

 

ნაწილი II.   საჯარიმო ქვითრის ყუა

№000000

ეს ნაწილი რჩება საბაკო დაწესებულებაში

1. ____________________________________

(გადამხდელის სახელი, გვარი)

2. ___________________________________

(გადამხდელის მისამართი)

3. ___________________________________

(ჯარიმის ოდენობა)

 4. საქართველოს კანონი ___________________

–––– ე მუხლის _______ ნაწილი_______

5.  ________________________________

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

6. ___________________________________

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

7. მიმღები მოლარე ____________________

                                  (ხელმოწერა)

 

8. შემომტანი __________________________

                 (ხელმოწერა)

ბ.ა

თარიღი  ___________________________ (რიცხვი, თვე, წელი)

 

საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.

სამართალდამრღვევს განემარტა, რომ პირი, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი  –  საჯარიმო ქვითარი, უფლებამოსილია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში მერთან (მის: ქ.მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73), რასთან დაკავშირებულ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (მერის) შესაბამისი სამსახური, ხოლო ამავე კოდექსის სხვა მუხლებით განსაზღვრულ და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჩივრდება სასამართლოში.

 

დამკვეთი:

დამამზადებელი:

მისამართი: 

სფს-ს

რეგისტრაციის №