„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016388
36
06/09/2019
ვებგვერდი, 11/09/2019
190020020.35.159.016388
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 14/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.159.016361) დანართი №1-ით დამტკიცებულ „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამაში და

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით, მისი დაბადებიდან ორი კალენდარული თვის ვადაში განცხადების წარმოდგენისას, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს დახმარება გაეწევა პირველ ბავშვზე 250 ლარის ოდენობით, ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარება გაიცემა უკვე შეძენილ შვილებზეც და გასაცემი თანხის მოცულობა გაიზრდება თითოეულისათვის 200 ლარის ოდენობით (ბავშვების რაოდენობის პროპორციულად – პირველ ბავშვისათვის 250 ლარის და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას დაემატოს 200 ლარის ოდენობით). ასევე ტყუპების შეძენის შემთხვევაში, თითოეულისათვის შესაბამისი (მათი რაოდენობის მიხედვით) თანაბარი ოდენობის თანხა.

ა) ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ა.დ) ახალშობილისა და მისი დედმამიშვილის (ასეთის არსებობისას) დაბადების მოწმობის ასლი;

ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

2.მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიალიზზე მყოფ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად – ქ.მარნეულის და ყიზილაჯლოს ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 50 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს 70 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობის, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისათვის ვრცელდება წესის პირველი - მე-7 მუხლით დადგენილი შეზღუდვები (მაგ., ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები ან/და არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს), განცხადების განხილვის მიზნით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, მერის გადაწყვეტილებით იქმნება სოციალური და ჯანდაცვის საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომში „საბჭო“), რომლის არანაკლებ 7-წევრიან შემადგენლობას (მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირის ან სხვა საჯარო მოსამსახურის არანაკლებ 3 და სოციალური მომსახურების სააგენტოს არანაკლებ 1 წევრის მონაწილებით) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა განიხილოს განცხადება პირისათვის არაუმეტეს 2000.00 ლარის ოდენობით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის ან/და ჯანმრთელობის დაცვის (ოპერაცია, მკურნალობა, მედიმაკემენტები) მიმართულებით, არანაკლებ 200.00 ლარის და არაუმეტეს 2000.00 ლარის ოდენობის თანხის მოთხოვნის თაობაზე.“;

5. მე-8 მუხლს დაემატოს „21პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი რაოდენობის თანხის დასაბუთებულ საჭიროებას აფასებს საბჭო და ასეთი საჭიროების განსაზღვრის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თანხმობით. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რასთან დაკავშირებითაც მერი იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებას:

ა) გაითვალისწინოს საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია და განახორციელოს სათანადო საგარანტიო წერილის გაგზავნა ან ერთჯერადი დახმარების შემთხვევაში განახორციელოს გადარიცხვა;

ბ) გაცემულ რეკომენდაციაზე დასაბუთებული შენიშვნები ერთჯერადად დაუბრუნოს საბჭოს.“.

6. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში „სამსახური“) სწავლობს ამ დადგენილებით გათვალისწინებული შინაარსის განცხადებას, ადგენს განსახილველი მოთხოვნის ამ წესის პირველი-მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის საკითხს და ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გათვალისწინებით მიმართავს მერს საკითხის საბჭოსათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე და გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად.“.

7. მე-8 მუხლს დაემატოს „81პუნქტი:

„81. სამსახური კანონით განსაზღვრულ ვადაში ამოწმებს განცხადების ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და აღნიშნულის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საბჭოსათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე მერისათვის წინადადების წარდგენის ან მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის და დადგენილ ვადაში დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე