დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.152.016377 |
|
„საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება (matsne.gov.ge. 09/06/2015, ს/კ 010250000.35.152.016227) კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2 დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას |
„ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები