დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 436 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480450000.10.003.021456 |
|
„პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2016, 480450000.10.003.019369) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის“:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) საიმპორტო/საექსპორტო პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number) და სასაქონლო კოდი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად;“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 4 ეგზემპლარი გადაეცემა იმპორტიორს, საიდანაც ერთი ეგზავნება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს. 2 ეგზემპლარი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) პროცედურის განხორციელებისას უნდა წარედგინოს შემოსავლების სამსახურს, რომელთაგან ერთი დაერთვის საბაჟო დეკლარაციას, ხოლო მეორეს, ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის შესახებ გაფორმების ორგანოს აღნიშვნით, იმპორტიორი უბრუნებს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში. ერთი ეგზემპლარი რჩება იმპორტიორთან.“; გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 3 ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, საიდანაც 2 ეგზემპლარი ექსპორტის პროცედურის განხორციელებისას უნდა წარედგინოს შემოსავლების სამსახურს, რომელთაგან ერთი დაერთვის საბაჟო დეკლარაციას, ხოლო მეორეს, ფაქტობრივად განხორციელებული ექსპორტის შესახებ გაფორმების ორგანოს აღნიშვნით, ექსპორტიორი უბრუნებს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში. ერთი ეგზემპლარი რჩება ექსპორტიორთან.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პრეკურსორის მიმართ ექსპორტის პროცედურის განხორციელების შემდეგ სააგენტო იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით, გამოითხოვს ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებული პრეკურსორის დასახელების, რაოდენობისა და იმპორტის განხორციელების თარიღის შესახებ.“. 3. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
სსიპ – წამლის სააგენტოს უფროსს ______________________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა – დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა პრეკურსორების იმპორტზე 1. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სააგენტოს რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
2. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
3. ტვირთის საბოლოო მიმღები ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
4. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში, დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული პროცენტით: • ____________________________________________________________________ • ____________________________________________________________________ • ____________________________________________________________________ • ____________________________________________________________________ და ა. შ. 5. იმპორტის მიზანი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
6. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) პროცედურა: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
7. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი): ____________________________________________________________________
8. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
______________________ „____“ _____________ 20-- .“.
4. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4
სსიპ – წამლის სააგენტოს უფროსს ______________________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა – დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
პრეკურსორების ექსპორტზე
1. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სააგენტოს რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: ___________________________________________________________________ ___________________________________________________________________
2. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
3. ტვირთის საბოლოო მიმღები ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
4. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში, დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული პროცენტით: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ და ა. შ.
5. ექსპორტის მიზანი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
6. იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
7. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება ექსპორტის პროცედურა: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
8. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი): ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
9. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა: _______________ „____“ _________ 20-- .“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები