„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 360090000.10.003.021457
437
04/09/2019
ვებგვერდი, 06/09/2019
360090000.10.003.021457
„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №437

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას  განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში (სსმ III, 172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქ­ტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) შემმოწმებელი ჯგუფი შემმოწმებელი ჯგუფი შედგება სა­საზღვრო გამტარ პუნქტებში ცვლაში მყოფი საქართველოს ში­ნა­გან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმო­მად­გენლებისა და საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავ­ლე­ბის სამსახურის საბაჟო  ორგანოს (შემდგომში – საბაჟო ორგანო) წარ­მომადგენ­ლე­ბისაგან, რომელ­თაც გავლილი აქვთ შესაბამისი სწავ­­ლება და აღ­ჭურვილნი არიან ინდივიდუალური რადიაციული პეი­ჯე­რებითა და ხელის რადიაციული დეტექტორებით;“;

ბ) „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სპეციალისტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი და საბაჟო ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელთან მუშაობის მიმართულებით და აქვს მისი აღმომჩენი ხელსაწყოსა და იდენტიფიკატორის მოხმარების შესაბამისი კვალიფიკაცია;

1) ცგს-ის ოპერატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი და საბაჟო ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელთან მუშაობის მიმართულებით და აქვს მისი აღმომჩენი ხელსაწყოებისა და იდენტიფიკატორის მოხმარების შესაბამისი კვალიფიკაცია და რადიაციული განგაშის შემთხვევაში ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) დროებითი სადგომი – სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში, აეროპორტებსა და ნავსადგურებში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც შესაძლებელია რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (მათ შორის, ბარგის, ხელბარგის) ან/და მისი გადამტანი ან შემცველი სატრანსპორტო საშუალებების დროებით უსაფრთხო განთავსება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემდგომ იზოლირებამდე ან მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე. დროებითი სადგომის ადგილს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ − შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შეთანხმებით;“;

დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ) საქონელი საქართველოს საბაჟო კოდექსით გათ­ვა­ლისწინებული საქონელი;“.

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო ორგანო;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საბაჟო ორგანო, აეროპორტების საავიაციო უშიშროებისა და ნავსადგურების უსაფრთხოების დაცვის სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენას, შეჩერებასა და რეაგირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას.“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილ ორგანოსა და საბაჟო ორგანოს ცალკეული კატეგორიის საქონლის რადიაციული ფონის ზღვრული სანიტარიული ნორმების თაობაზე, რომლებიც გამოთვლილი იქნება საქონლის სხვადასხვა მოცულობით (წონით) პარამეტრებზე გადაანგარიშებით;

დ) საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზო­ნაში შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური პირი, მი­სი კუთვ­ნილი ბარგი, ხელბარგი, საქონელი და მათი თანმხლები დო­კუ­­მენტაცია (საბაჟო დეკლარაცია, სატრანსპორტო ზედდე­ბუ­ლი, ინვოისი, სანებართვო მოწმობა და სხვ.), ასევე გახსნას სატ­რანსპორტო საშუალება და შეამოწმოს მასში ჩატვირთული საქო­ნელი (ტვირთი) შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით, გაატა­როს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული კონტროლის ღო­ნის­ძიებები; აუცილებლობის შემ­თხვე­ვაში, მიიწვიოს შესაბამისი სპე­ციალისტები ფიზიკური პირის, მისი კუთვნილი ბარგის ან/და ხელბარგის, სატრანსპორტო საშუა­ლებისა და საქონლის შესამოწ­მებლად; საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს შემმოწმებელი ჯგუ­ფი ან/და დამხმარე პერსონალი; რადიოაქტიურ კონტროლს დაქ­ვემდებარებული დეკლარირებული საქონლის ხვედრითი აქტი­ვობის სიდიდის განსაზღვრის მიზნით საბაჟო ორგანო შემო­წმებისას უფლებამოსილია, მოით­ხო­ვოს შემმოწმებელი ჯგუფის ჩარ­თვა (შენიშვნა: საქონლის გადაა­დ­გი­ლე­ბისას საქონლის მიმართ შე­მო­წმების პროცედურა შეიძლება დას­რულდეს მას შემდეგ, რაც და­დასტურდება, რომ შემოწმების შედე­გად გამოვლენილი რადია­ცი­ული ფონი არ აღემატება საქარ­თველოს კანონმდებლობით და­­დ­გენილ ზღვრულ ნორმებს).“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ I ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენის შემ­თხვევაში რადიონუკლიდის აქტივობა აღემატება რუნ-200-ში მოცე­მულ დონეს, ხოლო II ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერების აღ­მოჩენისას – რუნ-2000-ით დადგენილ ზღვარს, საქონლის გადამზი­დავმა (მფლობელმა) შემმოწმებელი ჯგუფის საბაჟო ორ­განოს უფ­ლებამოსილ წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს აღ­ნიშ­­ნული ნივ­თიერების ან მისი შემცველი საქონლის გადაზიდვის ლეგალუ­რობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუ­მენტის წარ­დგენის შემთხვევაში, შემმოწმებელი ჯგუფი აუქმებს გან­­გაშს და ამის თაობაზე აცნობებს ცგს-ის ოპერატორს.“.

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირის ბარგში, ხელბარგში, საქონელში ან/და სატ­რანსპორტო საშუალებაში III და IV ჯგუფების რადიოაქტიური ნივ­თიერებების აღმოჩენის შემთხვევაში შემმოწმებელი ჯგუფის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ამოწ­მებს წარდგენილ საბაჟო დეკლარაციას, სხვა თანმხლებ დო­კუ­მენ­­ტა­ციას (სატრანსპორტო ზედდებული, ინვოისი, სანებართვო მოწმობა და სხვ.) და მასალის გადაზიდვის ლეგალურობის და­დას­ტურების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პი­რის ბარგის, ხელბარგის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუ­ა­ლების დამატებითი შემოწმებისაგან გათავისუფლების შესახებ, რის შემ­დეგაც შემმოწმებელი ჯგუფი აუქმებს განგაშს და აღ­ნიშ­­­ნუ­ლის შესახებ აცნობებს ცგს-ის ოპერატორს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერიგიორგი გახარია