„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021459
439
04/09/2019
ვებგვერდი, 06/09/2019
010240030.10.003.021459
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №439

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2017, 010240030.10.003.019877) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ‑მინისტრის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკისა და კანონმდებლობის ფორმირება, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა; ამ მიზნით სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;“;

ბ) „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) საგადასახადო, საბაჟო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

ც) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;“;

გ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, გამოვლენა-აღკვეთა, გამოძიების წარმოება; საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) განსაზღვრავს საგადასახადო და საბაჟო ორგანოების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს;“.

4. მე-17 მუხლის:

ა) „ე“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობაში ინიციირებული ცვლილებების ტესტირება და მოდელირება;

ვ) საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობაში ინიციირებული წინადადებების განხილვისა და შერჩევის პროცესის კოორდინაცია, ყველა საჭირო მხარის ჩართულობით;

ზ)  საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შეფასება, მიღებული შედეგების ანალიზი და რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;

თ) საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“.

5. მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, საბჭოში წარდგენილი საგადასახადო ან/და საბაჟო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერიგიორგი გახარია