„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.10.003.021460
440
04/09/2019
ვებგვერდი, 06/09/2019
140130000.10.003.021460
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №440

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ III, №113, 27/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის:

1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუ­ტის“ გრაფაში შეიძლება მიეთითოს რეგისტრაციის ვადის დად­გო­მამდე საქართველოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლ­სასრო­ლი ან გაზის (აირის) იარაღის ან/და მისი/მათი ძირითადი ელემენტების დროებითი შენახვის ადგილი, რაც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე,  გადაიტანოს საქართვე­ლოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძირითადი ელემენტები ან/და საბ­რ­ძო­ლო მასალა დროებითი შენახვის ადგილზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გან­საზღვრული ნებართ­ვის საფუძველზე შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძი­რითადი ელემენტები საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას საქართველოში შემოტა­ნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვ­ლება შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციე­ლების დრო).“.

2. მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას უფ­ლება აქვს, ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ნებარ­თვის საფუძველზე, სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის უკან საქართველოში შემოტანისა და შესაბამისი სა­ბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ, ორი სა­მუშაო დღის განმავლობაში გადაიტანოს იარაღი მუდმივი შე­­ნახვის ადგილზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერიგიორგი გახარია