დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 443 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021463 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2015, 300160070.10.003.018575) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს წესი ვრცელდება ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოს ჩატარების მიზნით, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №8 დანართით განსაზღვრულ, შემოსატანად აკრძალულ რეგულირებად ობიექტებსა და №10 დანართით განსაზღვრულ საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმებსა და №11 დანართით განსაზღვრულ მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებზე.“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №8 დანართით განსაზღვრულ, შემოსატანად რეგულირებად ობიექტებსა და №10 დანართით განსაზღვრულ საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმებს საქართველოში შემოტანისას თან უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა, ხოლო ამავე დადგენილების №11 დანართით განსაზღვრულ მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებს − ასევე წარმოშობის ქვეყნის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატიც.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები