დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021464 |
444
04/09/2019
ვებგვერდი, 06/09/2019
300160070.10.003.021464
„ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2018, 300160070.10.003.020869) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სპირტიან სასმელებზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურის განსაზღვრისას სავალდებულოდ წარსადგენი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის – მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაციის ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის გამოყენებით;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები