დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 421 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.021441 |
|
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული
აქტების
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე
-20 მუხლის
მე
-4 პუნქტის
შესაბამისად
, „დიპლომისშემდგომი
სამედიცინო
განათლების
პროგრამის
დამტკიცების
შესახებ
“ საქართველოს
მთავრობის
2014 წლის
11 ნოემბრის
№624 დადგენილებაში
(www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ
იქნეს
ცვლილება
და
დადგენილებით
დამტკიცებული
„დიპლომისშემდგომი
სამედიცინო
განათლების
პროგრამის
“:
1. მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 2. პროგრამის ამოცანა პროგრამის ამოცანაა : ა ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე და მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება , ამ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსის მომზადების საშუალებით ; ბ ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების )/სარეზიდენტო პროგრამებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ; გ ) პროფესიული რეგულირების არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა ; დ ) სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი სოფლის ექიმების (შემდგომში – სოფლის ექიმები ) ცოდნისა და უნარ -ჩვევების გაუმჯობესება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის მიმართულებით .“. 2. მე -3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან : ა ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიებისა და მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში საექიმო სპეციალობების მაძიებელთა (შემდგომში – მაძიებელი ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების ) მიზნობრივი დაფინანსება ; ბ ) საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დაფინანსება №11 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში ; გ ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დაფინანსება ; დ ) საექიმო სპეციალობებში : „ალერგოლოგია -იმუნოლოგია “, „ინფექციური სნეულებები “, „ფთიზიატრია -პულმონოლოგია “, „გასტროენტეროლოგია “, „ნეფროლოგია “, „რევმატოლოგია “, „ჰემატოლოგია /ტრანსფუზიოლოგია “, „ბავშვთა ნევროლოგია “, „ბავშვთა კარდიოლოგია -რევმატოლოგია “, „დერმატო -ვენეროლოგია “, „უროლოგია “, „კარდიოქირურგია “, „ოტორინოლარინგოლოგია “, „ოფთალმოლოგია “, „ნეიროქირურგია “, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა “, „კლინიკური ონკოლოგია “, „პათოლოგიური ანატომია − კლინიკური პათოლოგია “, „სასამართლო მედიცინა “, „ბავშვთა ქირურგია “ – ტესტ -კითხვარების გადამუშავება და ბაზების განახლება ; ე ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა “ და „სტომატოლოგია “ ტესტ -კითხვარების გადამუშავება (მ . შ ., დახურული ბაზის ღია ბაზასთან ინტეგრირება ) და ბაზების განახლება ; ვ ) სოფლის ექიმების გადამზადება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის მიმართულებით .“. 3. მე -4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი : „5. პროგრამის მე -3 მუხლის „ვ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოფლის ექიმების გადამზადების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად : ა ) პროგრამის სამიზნე პოპულაციაა საქართველოს მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული სოფლის ექიმები ; ბ ) სოფლის ექიმების მზადების განმახორციელებელი დაწესებულებები (შემდგომში – მზადების განმახორციელებელი ) შეირჩევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ; გ ) მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) ვალდებულნი არიან , უზრუნველყონ სოფლის ექიმების გადამზადება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების (მ . შ ., არტერიული ჰიპერტენზია , გულის იშემიური დაავადება , ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება , ბრონქული ასთმა , შაქრიანი დიაბეტი მეორე ტიპის , ეპილეფსია , პარკინსონი ) მართვის მიმართულებით მათ მიერ ამ მიზნით მომზადებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული შესაბამისი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამით (პროგრამის ხანგრძლივობა - 2 დღე (12 აკადემიური საათი )); დ ) კომპონენტის განხორციელება მოიცავს ორ ფაზას : დ .ა ) პირველი ფაზა – „ტრენინგის ორგანიზება “, რომლის ფარლებშიც მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) ვალდებულია (ვალდებულნი არიან ), უზრუნველყოს (უზრუნველყონ ): დ .ა .ა ) ტრენინგების გეგმა -გრაფიკის შედგენა (ბენეფიციართა სია მიწოდებული იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ) და ტრენინგის ჩატარების ლოკაციების განსაზღვრა , გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით . ამასთან , ერთ ჯგუფში ექიმთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20-ს ; დ .ა .ბ ) ტრენინგის ბენეფიციართა შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება ; დ .ა .გ ) ტრენინგის ბენეფიციართა ინფორმირება ტრენინგის თაობაზე (მ . შ ., ტრენინგის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ ); დ .ბ ) მეორე ფაზა – „ტრენინგის ჩატარება “, რომლის ფარგლებშიც მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) ვალდებულია (ვალდებულნი არიან ), უზრუნველყოს (უზრუნველყონ ): დ .ბ .ა ) სასწავლო პროცესის ჩატარებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის მოძიება /დაქირავება ; დ .ბ .ბ ) სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა , მ .შ ., სასწავლო პროცესის ჩატარება საკმარისი რაოდენობის პედაგოგიური რესურსის საშუალებით ; დ .ბ .გ ) ტრენინგის ბენეფირებისთვის სასწავლო მასალის მიწოდება ; დ .ბ .დ ) ტრენინგის განხორციელების მონიტორინგი ; დ .ბ .ე ) ტრენინგის ბენეფიციართა ელექტრონული ბაზის შექმნა ; დ .ბ .ვ ) ტრენინგის ბენეფიციართა კვება (ე . წ ., საუზმე ); დ .ბ .ზ ) ტრენინგის ბენეფიციართა განსახლება ; ე ) გარკვეულ შემთხვევებში (შესაბამისი დოკუმენტების წამოდგენისას ) მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) ასევე ვალდებულია (ვალდებულნი არიან ) აანაზღაუროს (აანაზღაურონ ) ტრენინგის ბენეფიციარის მიერ ტრანსპორტირებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი ; ვ ) პროგრამაში ჩართული მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) დაფინანსდება (დაფინანსდებიან ) ამ პროგრამის მე -5 მუხლით განსაზღვრული წესით .“. 4. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი : „3. აღნიშნული პროგრამის მე -3 მუხლის „ვ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპონენტისათვის მზადების განმახორციელებლის (განმახორციელებლების ) დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით : ა ) ანაზღაურება განხორციელდება ტრენინგის ჩატარების შემდეგ , ყოველთვიურად , შესაბამისი თვის განმავლობაში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფუძველზე , თითოეულ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით . ამასთან , ერთ ბენეფიციარზე ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა ტრენინგის ფარგლებში განისაზღვრება არაუმეტეს 350 (სამას ორმოცდაათი ) ლარით ; ბ ) მზადების განმახორციელებლის (განმახორციელებლების ) მიერ წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს . ხარჯები , რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული , არ დაექვემდებარება ანაზღაურებას .“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები