დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4938-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010010000.09.001.016541 |
|
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/384, 17.07.2019) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი. 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 13 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით: ა) არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გ) ირმა ინაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დ) სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ე) ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; ვ) მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე; ზ) ოთარ კახიძე – საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე; თ) ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი; ი) თინათინ ბოკუჩავა – საქართველოს პარლამენტის წევრი; კ) ხათუნა გოგორიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი; ლ) ლევან კობერიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი; მ) თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი; ნ) თორნიკე ჭეიშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი (კომისიის მდივანი). 3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირები. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 3 სექტემბერი 2019 წ. N4938-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები