„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4937-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010010000.09.001.016540
4937-Iს
03/09/2019
ვებგვერდი, 03/09/2019
010010000.09.001.016540
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს :

1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , საყოველთაო -სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/380, 28.06.2019) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი .

2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის პირველი – მე -3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო -სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 13 წევრისაგან , შემდეგი შემადგენლობით :

ა ) არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე );

ბ ) თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ;

გ ) ირმა ინაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ;

დ ) სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ;

ე ) ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ;

ვ ) მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების “ თავმჯდომარე ;

ზ ) ოთარ კახიძე – საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს “ თავმჯდომარე ;

თ ) ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი ; 

ი ) თინათინ ბოკუჩავა – საქართველოს პარლამენტის წევრი ;

კ ) ხათუნა გოგორიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი ;

ლ ) ლევან კობერიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი ;

მ ) თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ;

ნ ) თორნიკე ჭეიშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი (კომისიის მდივანი ).

3. საყოველთაო -სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირები .

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

თბილისი,

3 სექტემბერი 2019 წ.

N4937-Iს