დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 30/08/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016332 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016322) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები - 16338,3 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები - 19198,6 ათასი ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი - 7889,3 ათასი ლარით, მათ შორის: ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად - 809,2 ათასი ლარი; ა.გ.ბ) გრანტები ცენტრალური სსიპ(ებ)-დან/ა(ა)იპ(ბ)-დან - 111,1 ათასი ლარი; ა.გ.გ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან - 6185,0 ათასი ლარით; ა.გ.დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 784,0 ათასი ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი - 11,4 ათასი ლარით; ა.ე) ფინანსური აქტივების ცვლილება, კლება 2860,3 ათასი ლარით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ბ.ა)
პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16248,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7750,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
„მუხლი 5. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7889,3 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 6. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 609,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.ბ)
მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9378,1 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: ა) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6795,7 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
მუხლი 10. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2686,9 ათასი ლარით.“; |
ბ.გ)
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 11,4 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად.“; |
ბ.დ)
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. ხობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 809,2 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 97.9 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 107.6 ათასი ლარი; გ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 4.5 ათასი ლარი; დ) საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე, საფუძველი: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულება, 599,2 ათასი ლარი.“; |
ბ.ე)
მე-16 მუხლის 5.4 და 5.6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.4 უმწეოთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ერთჯერადად 100.0 ლარის ოდენობით, 2019 წელს გამოყოფილია 40.0 ათასი ლარი, განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. ,,5.6 მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 06) სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას და რომელთა სახლები საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ გადახურვას) სახურავის და გადასახურად საჭირო სხვა მასალების შეძენა საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად.“; |
ბ.ვ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 30 აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები