ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №8 (ნაკვეთი №1)/ნიკეას ქუჩა №8 (ნაკვეთი №1-2)-ში მდებარე გზისათვის რევაზ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №8 (ნაკვეთი №1)/ნიკეას ქუჩა №8 (ნაკვეთი №1-2)-ში მდებარე გზისათვის რევაზ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016009
213
29/08/2019
ვებგვერდი, 02/09/2019
000000000.00.123.016009
ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №8 (ნაკვეთი №1)/ნიკეას ქუჩა №8 (ნაკვეთი №1-2)-ში მდებარე გზისათვის რევაზ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №213

 

2019 წლის 29 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა 8 (ნაკვეთი 1)/ნიკეას ქუჩა 8 (ნაკვეთი 1-2)-ში

მდებარე გზისათვის რევაზ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:

მუხლი 1. ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა 8 (ნაკვეთი 1)/ნიკეას ქუჩა 8 (ნაკვეთი 1-2)-ში მდებარე გზას მიენიჭოს რევაზ დვალიშვილის სახელი.

მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ჭიღვარიას, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული გზის სახელდებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა 11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                         ნიკოლოზ ლატარია