საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 39/13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016587
39/13
31/05/2018
ვებგვერდი, 05/09/2019
480610000.03.030.016587
საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმება

საქართველო და შვეიცარიის კონფედერაცია  (შემდგომში წოდებული ,,შვეიცარიად“),

შემდგომში წოდებული ცალ-ცალკე „მხარედ“, ხოლო ერთად – ,,მხარეებად“,

მხედველობაში იღებენ რა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტური დაცვის მნიშვნელობას მხარეთა შორის ხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში;

ეყრდნობიან რა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ სახელმწიფოთა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, და კერძოდ, მისი დანართი XV მე-8 მუხლს;

აღიარებენ რა გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და  წარმოშობის წყაროს აღნიშვნების როლს ვაჭრობასა და მხარეთა  ეკონომიკურ განვითარებაში;

მიზნად ისახავენ რა გეოგრაფიული აღნიშვნებითა და  ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებული საქონლითა და ასევე წარმოშობის წყაროს აღნიშვნებით ნიშანდებული საქონლითა და მომსახურებებით ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობასა და განვითარებას;

სურთ რა მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და  წარმოშობის წყაროს აღნიშვნების დაცვის თვალსაზრისით; და

ხელახლა ადასტურებენ რა თავიანთ თანხმობას, შექმნან ამგვარი დაცვისათვის ხელსაყრელი პირობები გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და  წარმოშობის წყაროს აღნიშვნების დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებით;

შეთანხმდნენ შემდეგზე: