„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016902
77
30/08/2019
ვებგვერდი, 30/08/2019
040030000.22.034.016902
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №77

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28.02.2018; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016716) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება;“.

2. მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია