„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 31/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 070010110.22.027.016938
441
30/08/2019
ვებგვერდი, 30/08/2019
070010110.22.027.016938
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №441

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 070010110.22.027.016092) დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის (დანართი №1) მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში  მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„8. თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელზეც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში  მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.“.

მუხლი 2
1. თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე:

ა) დასრულებულია აუქციონი და გამოვლენილია გამარჯვებული პირი, მის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში, გაიცემა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ;

ბ) დასრულებულია აუქციონი და გამოვლენილია გამარჯვებული პირი, მის მიერ ქონების სრული ფასის  გადაუხდელობის შემთხვევაში, ცხადდება ხელახალი აუქციონი ამ ბრძანებით დადგენილი წესით; 

გ) დასრულებულია პირველი ან პირველი განმეორებითი აუქციონი და არ არის გამოვლენილი გამარჯვებული პირი, შემდგომი აუქციონი ცხადდება ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

2. თუ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ:

ა) მიმდინარეობს პირველი ან პირველი განმეორებითი აუქციონი, შემდგომი მოქმედებები გაგრძელდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით; 

ბ) მიმდინარეობს მეორე განმეორებითი აუქციონი, განხორციელდეს მისი ხელმეორედ გამოცხადება ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

3. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და ამ ბრძანების ამოქმედებამდე:

ა) დასრულებულია პირველი ან პირველი განმეორებითი აუქციონი და არ არის გამოვლენილი გამარჯვებული პირი, ან  თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასი არ არის დაფარული, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს  პირველი განმეორებითი (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას ამ ბრძანებით დადგენილი წესით;

ბ) დასრულებულია მეორე განმეორებითი აუქციონი და არ არის გამოვლენილი გამარჯვებული პირი, ან  თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასი არ არის დაფარული, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.

4. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ:

ა) მიმდინარეობს პირველი ან პირველი განმეორებითი აუქციონი, შემდგომი მოქმედებები გაგრძელდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით;

ბ) მიმდინარეობს მეორე განმეორებითი აუქციონი, განხორციელდეს მისი ხელმეორედ გამოცხადება ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე დასრულებულია აუქციონი ისეთ ქონებაზე, რომლის საბაზრო ღირებულება 5 000 ლარზე ნაკლებია და გამოვლენილია გამარჯვებული პირი, მის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში, გაიცემა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ მიმდინარეობს აუქციონი ისეთ ქონებაზე, რომლის საბაზრო ღირებულება 5 000 ლარზე ნაკლებია, განხორციელდეს მისი ხელმეორედ გამოცხადება ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 31 აგვისტოდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ სარჯველაძე