„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016553
32
30/08/2019
ვებგვერდი, 03/09/2019
010250020.35.122.016553
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. წყალტუბო

 

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის 28 ივნისის №26 დადგენილებაში  (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016547, ვებგვერდი, 01/07/2019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის  „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 3.

კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. წინამდებარე წესი არეგულირებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ამ სივრცის მიმდებარედ ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საამისოდ ტერიტორიების მოწყობისა და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსება-რეალიზაციის წესებს.“;

ბ)  მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ა) ნივთის რეალიზაცია საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);

ბ) ნივთის რეალიზაცია ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება ნივთის რეალიზაციის მიზნით გამოყენებული ობიექტის (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციისთვის განკუთვნილი სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;“.

გ) საზოგადოებრივ სივრცეში ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ნივთის რეალიზაცია სუბიექტის მიერ უშუალოდ ნივთის ან იმ მოწყობილობა-დანადგარის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადაადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი, თუ ნივთის რეალიზაციის  შეთავაზების მიზნით სუბიექტი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის  შეთავაზება;“;

გ) მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და/ან სხვა ნივთის განთავსება არსებული კვების ობიექტიდან მომსახურების გაწევის მიზნით, უნდა მოხდეს მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მუნიციპალიტეტია, მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი უნდა დარეგულირდეს „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე.“.

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობა დასაშვებია მერის მიერ ბრძანებით დადგენილ ადგილებზე. ამასთან, ვაჭრობის ორგანიზების მიზნით მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი უნდა დარეგულირდეს „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესით. სეზონურად ან/და სადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობის ორგანიზება უნდა განხორციელდეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით მერის მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილებზე, ზემოთ აღნიშნული მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის გავრცელების გარეშე.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე