თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016479
30
30/08/2019
ვებგვერდი, 03/09/2019
010250020.35.163.016479
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/03//3019, 010250020.35.163.016458):

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოში, ანაზღაურებად თანამდებობაზე მყოფი საკრებულოს წევრების (საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეებს, ფრაქციათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს) შვებულების და მივლინების საკითხი წყდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, ანაზღაურებად და ანაზღაურების გარეშე შვებულებასა  და მივლინებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ცნობად წარედგინება საკრებულოს სხდომას. თუ საკრებულოს სხდომამდე დიდი დროა დარჩენილი, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების შვებულების და მივლინების შესახებ გადაწყვეტილება ცნობის სახით წარედგინება საკრებულოს ბიუროს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისა) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მათი შვებულებისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე