დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.110.016398 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.110.016376) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა.ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13438.6 ათასი ლარის ოდენობით:
ა.ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით: „მუხლი 5. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6929.6 ათასი ლარის ოდენობით.
“; ა.გ) მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. აბაშის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7795.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; მუხლი 8. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7243.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ა.დ) მე-14 მუხლის 2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (კოდი 0301) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათსა და სოფელ ონტოფოში მდ.კოვზასა და მდ.ნოღელაზე არსებული ბეტონისა და რკინის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები; დაგეგმილია სოფ. წყემში (ყოფილი სამონადირეო მეურნეობამდე) გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონის საფარით.“; ა.ე) მე - 14 მუხლის 2.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.2.1. ბინათმშენებლობა (კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიან სახლებში საკანალიზაციო გაყვანილობის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით; დაგეგმილია საკრებულოს შენობაში ოთახების სარემონტო სამუშაოები“. ა.ვ) მე-14 მუხლის 5.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.2. ამბულატორიის მშენებლობა-რემონტი (კოდი 0602) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფლებში: სუჯუნა, კეთილარი, ნაესაკოვო. ქოლობანი, ნორიო, ონტოფო, გეზათი, სამიქაო და ზანათში საექიმო ამბულატორიების მშენებლობა და სოფ. ტყვირში ამბულატორიის რეაბილიტაცია;“; ა.ზ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები