„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017233
261
30/08/2019
ვებგვერდი, 02/09/2019
040030000.22.033.017233
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №261

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016839) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) მოძრავი ქონების, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონლის, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის გადაცემული მოძრავი ქონების (შემდგომში – ქონების) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას და განკარგვას;“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე