დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.22.034.016900 |
|
„საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.034.016561) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით „სარფის“, „ყაზბეგის“, „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ და „სადახლო – საავტომობილოს“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებული ქვითრის შესაბამისად განსაზღვრული რიგითობის დაცვით (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“; ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართებით - „მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით“ და „ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის ნუსხა, რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით“ გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, რაც ნიშნავს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გაშვებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები