„აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის ტიპური ინსტრუქცია“

„აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის ტიპური ინსტრუქცია“
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია
მიღების თარიღი 12/04/1995
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/1995
სარეგისტრაციო კოდი 120.013.000.072
2
12/04/1995
გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/1995
120.013.000.072
„აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის ტიპური ინსტრუქცია“
ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია
საქართველოს რესპუბლიკის ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო

  ინსპექციის კოლეგიის

ოქმი №2

1995 წლის 12 აპრილი

აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის ტიპიური ინსტრუქცია

შესავალი

აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის ტიპიური ინსტრუქცია შეიცავს აირსაშიში სამუშაოების ორგანიზაციისა და დოკუმენტალურად გაფორმების მოთხოვნებს; განსაზღვრავს ამ სამუშაოების ხელმძღვანელებისა და შემსრულებლების მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას; ადგენს მომზადებისა და უშუალოდ შესრულების წესს; საზღვრავს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ძირითად მოთხოვნებს აირსაშიში სამუშაოების ჩატარების დროს, მათ შორი, როდესაც სამუშაოები ტარდება აპარატებში, გვირაბებში, ჭაურებში, რეზერვუარებში და სხვა ანალოგიურ მოწყობილობებსა და ნაგებობებში.

ეს ტიპიური ინსტრუქცია სავალდებულოა ყველა სამინისტროსა და უწყებისათვის, რომლებსაც საქართველოს ტექზედამხედველობის დეპარტამენტის კონტროლსქვემდებარე ობიექტები გააჩნიათ გარდა შავი და ფერადი მეტალურგიის სამინისტროს.

საწარმოებში მომქმედი ადგილობრივი ინსტრუქციები მოყვანილი უნდა იყვნენ ამ ინსტრუქციასთან შესაბამისობაში.

1. ზოგადი დებულებანი.

1.1. ტიპიური ინსტრუქცია განსაზღვრავს აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის წესს იმ სამინისტროებისა და უწყებების საწარმოებში და ორგანიზაციებში, რომლებსაც გააჩანიათ საქართველოს ტექზედამხედველობის დეპარტამენტის კონტროლსქვემდებარე ობიექტები.

1.2. წინამდებარე ტიპიური ინსტრუქციის მოქმედებაში შესვლის მომენტიდან ძალადაკარგულად ითვლება აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ყველა ადრე მომქმედი ინსტრუქცია.

1.3. ტიპიური ინსტრუქციის მოთხოვნები ვრცელდება აირსაშიშ სამუშაოებზე, რომელსაც ასრულებს როგორც საწარმოს პერსონალი, ასევე გარეშე ორგანიზაციები.

1.4. წინამდებარე ტიპიური ინსტრუქციის საფუძველზე, სამინისტროებსა და უწყებებს შეუძლიათ დაამუშაონ აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის დარგობრივი ინსტრუქციები. ამ ინსტრუქციებმა უნდა დააზუსტონ და დააკონკრეტონ ამ სამუშაოთა მომზადების ჩატარების და გაფორმების პირობები საწარმოებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით.

დარგობრივი ინსტრუქციები მტკიცდება სამინისტროს მიერ საქართველოს ტექზედამხედველობის დეპარტამენტთან შეთანხმებით.

ყოველ საწარმოში დამუშავებული უნდა იყოს შიდასაქარხნო ინსტრუქცია, რომელიც აზუსტებს აირ

საშიში სამუშაოების მომზადებისა და უსაფრთხოდ ჩატარების წესს და რომელიც მიესადაგება კონკრეტულ საწარმოო პირობებს. ინსტრუქცია თანხმდება აირმაშველ სამსახურთან, უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურთან და მტკიცდება მთავარი ინჟინრისა და პროფკომის მიერ. ამ ინსტრუქციის უსაფრთხოების მოთხოვნები არ უნდა იდგეს დარგობრივი ინსტრუქციის მოთხოვნებზე დაბლა.

გარეშე ორგანიზაციები ვალდებულნი არიან აირსაშიში სამუშაოების ჩატარების დროს იხელმძღვანელონ დამკვეთი საწარმოს ინსტრუქციით.

1.5. აირსაშიშს განეკუთვნება სამუშაოები, დაკავშირებულნი კომუნიკაციების, ტექნოლოგიური მოწყობილობების დათვალიერებასთან, გასუფთავებასთან, რემონტთან, ჰერმეტულობის დარღვევასთან, აგრეთვე სამუშაოები მოცულობებში (აპარატები, საშრობი დოლები, რეაქტორები, რეზერვუარები, ცისტერნები და სხვა ანალოგიური მოწყობილობები, აგრეთვე კოლექტორები, გვირაბები, ჭაურები და სხვა ანალოგიური ადგილები), რომელთა ჩატარებისას გამოიყოფა ან არ გამოირიცხება სამუშაო არეში 12.1.005-76-ის განსაზღვრული ფეთქებადი და ხანძარსაშიში მავნე აირების, ორთქლის და სხვა ნივთიერებების გამოყოფა, რომლებსაც შეუძლიათ აფეთქების, აალების, გამოწვევა, მავნე ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე და აგრეთვე სამუშაოები რომლებიც ტარდება ჟანგბადის უკმარისობის დროს (20%-ზე  ნაკლები მოცულობითი წილი).

1.6. აირსაშიში სამუშაოები, აგრეთვე სამუშაოები დაკავშირებულნი აპარატებში, მოცულობებში და სხვა მოწყობილობებში ხალხის ყოფნასთან უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არ შეიძლება მათი მექანიზაცია, ავტომატიზაცია ან ვერ ჩატარდება ხალხის უშუალო მონაწილეობის გარეშე.

ყოველ საწარმოში უნდა გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც შეამცირებენ აირსაშიშ სამუშაოებს და აამაღლებენ მათი უსაფრთხოების დონეს ტექნოლოგიური პროცეებისა და მათი აპარატურული გაფორმების გზით, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომუნიკაციების გასუფთავების ჰიდრავლიკური, მექანიკური, ქიმიური, მეთოდების, ტექნოლოგიური სქემების ცალკეული კვანძების, აპარატებისა და ა.შ. ბლოკების საიმედო საშუალებების დანერგვით.

1.7. საწაროში ყოველი საამქროსათვის (წარმოებისათვის) დამუშავებული უნდა იყოს აირსაშიში სამუშაოების ჩამონათვალი (დანართის 1 ფორმის მიხედვით.

ჩამონათვალში ცალცაკლე უნდა იყოს ნაჩვენები აირსაშიში სამუშაოები, რომლებიც: I-ტარდება განწეს-დაშვების გაფორმებით (დანართის 1 ფორმა 2);

II -ტარდება განწეს-დაშვების გაფორმების გარეშე, მაგრამ აუცილებლად რეგისტრირდება ჟურნალში სამუშაოს დაწყების წინ (დანართის ფორმა 3);

III - გამოწვეულია მოსალოდნელი ავარიული სიტუაციის ან ავარიის ლიკვიდაციისა ან ლოკალიზაციის აუცილებლობით.

1.8. აირსაშიში სამუშაოების ჩამონათვალი დგება საამქროს (დანადგარის) უფროსის მიერ, თანხმდება საწარმოო (ტექნიკურ, საწარმოო-ტექნიკურ) განყოფილებასთან, აირმაშველ სამსახურთან, უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურთან და მტკიცდება მთავარი ინჟინრის მიერ. აირსაშიში სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდულად არანაკლებ ერთხელ წელიწადში უნდა გაისინჯოს და ხელახლა დამტკიცდეს.

1.9. ჩამონათვალში მითითებული უნდა იყოს: საამქრო (დანადგარი), ადგილი და სამუშაოს ხასიათი, მოსალოდნელი მავნე და საწარმოო ფაქტორები მისი შესრულების დროს, შემსრულებელთა კაეტეგორია (საწარმოო პერსონალი, აირმაშველები ან ნებაყოფლობითი აირმაშველი რაზმის წევრები), შესასრულებელი სამუშაოს უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძირითადი ღონისძიებები.

1.10. აირსაშიში სამუშაოები, რომლებიც არ არიან შეტანილი დამტკიცებულ ჩამონათვალში და წარმოქმნა მათი ჩატარების აუცილებლობა, უნდა შესრულდეს განწეს-დაშვების მიხედვით ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად მათი 10 -  დღიან ვადაში ჩამონათვალში შეტანით  3პ. 1.7 და 1.8 დადგენილი წესით.

1.11. აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე ფორმდება განწეს-დაშვება (დანართი 2), რომელიც უნდა ითვალისწინებდეს აირსაშიში სამუშაოების მომზადებისა და უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველმყოფი ღონისძიებების კომპლექსის დამუშავებასა და შემდგომში განხორციელებას.

1.12. ისეთი აირსაშიში სამუშაოები, რომლებიც პერიოდულად მეორდებიან და წარმოადგენენ ტექნოლოგიური პროცესის განუყოფელ ნაწილს, ხასიათდებიან მათი ჩატარების ანალოგიური პირობებით, ადგილისა და სამუშაოს ხასიათის მუდმივობით, შემსრულებელთა განსაზღვრული შემადგენლობით, შეიძლება ჩატარდნენ განწეს-დაშვების გაფორმების გარეშე. ყველა ეს სამუშაო უნდა ჩაირთოს აირსაშიში სამუშაოების ჩამონათვალში, რომელიც დგება ამ ინსტრუქციის 1.7-1. 9 პუნქტების შესაბამისად.

 ასეთი სამუშაოების ჩატარების დროს უსაფრთხოების ღონისძებები მოცემული უნდა იყოს ტექნოლოგიურ რეგლამენტებში, ინტრუქციებში სამუშაო ადგილების მიხედვით ან სპეციალურ ინსტრუქციაში, რომელიც მუშავდება ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ასეთი სამუშაოები რეგისტრირდება საამქროში განწეს-დაშვების გარეშე ჩასატარებელი აირსაშიში სამუშოების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 3). ჟურნალი უნდა იყოს აკინძული გამაგრებული მასტიკის ან ლუქის ბეჭდით. ჟურნალის გვერდები უნდა იყოს დანომრილი. ჟურნალის შენახვის ვადაა - არანაკლებ 3 თვისა მისი დამთავრების დღიდან.

აირსაშიში სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ავარიული სიტუაციების განვითარების თავიდან აცილებასთან ან ავარიების ლოკალიზაციის აუცილებლობასთან, ტარდება ავარიის ლიკვიდაციის გეგმის შესაბამისად.

1.13. აირსაშიში სამუშაოები, რომლებიც სრულდება განწეს-დაშვების მიხედვით, როგორც წესი უნდა ტარდებოდეს დღისით.

გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ნება დაერთოს გადაუდებელი აირსაშიში სამუშაოების ჩატარება სიბნელეში აირმაშველი სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობით ან დასწრებით. ამასთან განწეს-დაშვებაში გათვალისწინებული უნდა იყოს აირსაშიში სამუშაოების სიბნელეში უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველმყოფი დამატებითი ღონისძიებები.

1.14. აისაშიში სამუშაოების ჩასატარებლად დაიშვებიან პირები არანაკლებ 18 წლის ასაკისა, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო შემოწმება დადგენილი წესით არა აქვთ უკუჩვენებელი მოცემული სახის სამუშაოს ჩატარებისათვის, ნასწავლი აქვთ მუშაობის უსაფრთხო მეთოდები და ხერხები, დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენება, დაზარალებულთათვის პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა და რომლებსაც შეუმოწმდათ ცოდნა დადგენილი წესით.

ქალები შეიძლება იქნენ მოწვეულნი იმ აისაშიში სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია ტექნოლოგიურ რეგლამენტებში და ინსტრუქციებში და რომლებსაც უშვებს კანონმდებლობა ქალის შრომის შესახებ.

1.15. აირსაშიში სამუშაოების ორგანიზაციაზე კონტროლი საწარმოში ხორციელდება აირმაშველი სამსახურისა და უსაფრთოხების ტექნიკის სამსახურის მიერ. კონტროლის სისტემა და აღნიშნული სამსახურების მასში მონაწილეობის ფორმა განსაზღვრული უნდა იყოს საწარმოს მთავარი ინჟინრის მიერ დამტკიცებულ საერთო-საქარხნო ინსტრუქციაში.

1.16. იმ აირსაშიში სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც დაკავშირებულია ჟანგბადიან განმამხოლოებელი აირწინაღებისა და საჰაერო განმამხოლოებელი აპარატების გამოყენებასთან, დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება.

1.17. ყოველი აირსაშიში სამუშაო, რომელიც სრულდება ან განწეს-დაშვების გაფორმებით (დანართი 2-ის მიხედვით) ან აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრირებით (დანართი 3-ის მიხედვით), შედგება ორი ეტაპისაგან:

ობიექტის მომზადება აირსაშიში სამუშაოების ჩასატარებლად; უშუალოდ აირსაშიში სამუშაოების ჩატარება;

ობიექტის მომზადებაზე აირსაშიში სამუშაოების ჩასატარებლად ამ ინსტრუქციის პ. 2.4-ში განსაზღვრული წესით პასუხისმგებელ პირად ინიშნება საამქროს საინჟინრო-ტექნიკური მუშაკი, რომელსაც ექვემდებარება მოცემული ობიექტის საექსპლუატაციო პერსონალი.

აირსაშიში სამუშაოს ჩატარებაზე, ამ ინსტრუქციის პ. 2.4-ში განსაზღვრული წესით პასუხისმგებელ პირად ინიშნება საინჟინრო-ტექნიკური მუშაკი, რომელიც ასეთი სამუშაოს შესრულებისას არ არის დაკავებული ტექნლოგიური პროცესის ჩატარებით. და რომელმაც იცის აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარება. იმ შემთხვევაში, როდესაც აირსაშიში სამუშაოებს ატარებენ აირმაშველები ან გარეშე ორგანიზაციის მუშაკები, ამ სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლად ინიშნება აირსაშიში სამუშაოების ხელმძღვანელად დაშვებული საინჟინრო-ტექნიკური მუშაკი, რომელსაც ექვემდებარებიან აირსაშიში სამუშაოების შემსრულებლები.

2 . სამუშაების ხელმძღვანელებისა და შემსრულებლების პასუხისმგებლობა და მოვალეობანი

2.1. აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციისათვის მთლიანად საწარმოში პასუხს აგებს მთავარი ინჟინერი.

2.2. საწარმოს მთავარი ინჟინერი ვალდებულია:

ორგანიზაცია გაუკეთოს ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველმყოფ სამუშაოს მთლიანად საწარმოში;

მიიღოს ღონისძიებები აირსაშიში სამუშაოების რაოდენობის შემცირებისათვის ამ ინსტრუქციის 1.6. პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად;

უზრუნველყოს სასწავლო-სავარჯიშო პოლიგონებისა და ტრენაჟორების შექმნა აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხო მეთოდებით ჩატარების შესასწავლად.

2.3. აირსაშიში სამუშოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციისათვის საამქროში პასუხს აგებს საამქროს უფროსი.

2.4. საამქროს უფროსი ვალდებულია:

ორგანიზაცია გაუკეთოს აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ მომზადებასა და ჩატარების ღონისძიებების დამუშავებასა და უზრუნველყოს კონტროლი მათ ჩატარებაზე;

დანიშნოს ამ სამუშაოების მომზადებასა და ჩატარების წესების მცოდნე პასუხისმგებელი პირები;

აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად განსაზღვროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, შემსრულებელთა შემადგენლობა და დაადგინოს მუშაობის რეჟიმი (ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების ხანგრძლივობა, შესვენებები მუშაობაში, ჰაერის სინჯის აღების პერიოდულობა და ა.შ.).

2.5. ცვლის უფროსი (ან პირი ინჟინერ-ტექნიკური მუშაკების რიცხვიდან, რომელიც შეესაბამება არანაკლებ ცვლის უფროსის თანამდებობას) პასუხისმგებელია იმ მოწყობილობებისა და კომუნიკაციების ამორთვის სქემაზე, რომლებზეც უნდა ჩატარდეს აირსაშიში სამუშაოები, აირსაშიში სამუშაოების მომზადებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების სწორ და მთლიანი მოცულობით ჩატარებულ ინსქტუქტაჟზე იმის შესახებ, თუ რომელი მოწყობილობა სამუშაოს დაწყებამდე და მუშაობის პერიოდში წნევის, მაღალი ტემპერატურის ძაბვის ქვეშ და ა.შ.; უსაფრთხოებისათვის მიღებული ღონისძიებების სისრულეზე და სისწორეზე, აგრეთვე პერსონალის დაშვებაზე აირსაშიში სამუშაოების მომზადებისა და უშუალოდ ჩატარებაზე.

2.6. ცვლის უფროსი ვალდებულია:

უზრუნველყოს აირსაშიში სამუშაოების მომზადებისა და ჩატარების უსაფრთხოება; გააფრთხილოს საექსპლუატაციო პერსონალი აირსაშიში სამუშაოების ჩატარების შესახებ და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი ცვლის მიღება-ჩაბარების ჟურნალში;

აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელ  პირთან ერთად ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი გარეშე ორგანიზაციების მუშებსა და სამსახურებს საამქროს ძირითად საფრთხეზე და მავნებლობაზე;

შეამოწმოს ობიექტის აირსაშიში სამუშაოების ჩატარებისათვის მზადყოფნა, აგრეთვე ამ სამუშაოების ჩატარების ხარისხი და სისრულე.

შეატყობინოს აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირს და შემსრულებლებს საწარმოს მუშაობაში მოსალოდნელი გადახრების შესახებ, რომელთა დროსაც უნდა შეწყდეს აირსაშიში სამუშაოები.

2.7. მოსამზადებელ სამუშოებზე პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს იმ უბნის სწორდა საიმედოდ ამორთვაზე და დახშობაზე (აუცილებლობის შემთხვევაში), სადაც უნდა ჩატარდეს აირსაშიში სამუშაოები და განწეს-დაშვებაში ან აირსაშიში სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალში გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების შესრულებაზე.

2.8. მოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

მუშაობა დაიწყოს მხოლოდ ცვლის უფროსთან შეთანხმების შემდეგ, უზრუნველყოს განწეს-დაშვებაში ან აირსაშიში სამუშაოების აღრიცვა ჟურნალში გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად და თანმიმდევრობით შესრულება;

უზრუნველყოს საჰაერო სივრცის ანალიზის ჩატარება სამუშაო ადგილზე მოსამზადებელი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ;

მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ შეამოწმოს მისი სისრულე და ხარისხი და ჩააბაროს ობიექტი აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირს.

გააცნოს აირსაშიში სამუშოების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირს და შემსრულებლებს წარმოების, ობიექტის სპეციფიკური თავისებურებანი და დამახასიათებელი სასიშროებანი, რომლებიც შეიძლება წაროიშვას მუშაობისას.

2.9. აირსაშიში სამუშოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი  პასუხს აგებს მიღებული ღონისძიებების სისრულესა და სისწორეზე, სამუშაოს შემსრულებლებად დანიშნული პირების კვალიფიკაციაზე, მათი ინსტრუქტაჟის სისრულესა და ხარისხზე, სამუშაოს ტექნიკურ ხელმძღვანელობაზე და მომუშავეთა მიერ უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვაზე.

2.10. აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ობიექტის მომზადებაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად შეამოწმოს მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების სისრულე, ობიექტის მზადყოფნა სამუშაოს ჩასატარებლად.

შეუმოწმოს შემსრულებლებს დაცვის ინდივიდუალური საშუალებების ინსტრუმენტებისა და სამარჯვების არსებობა და გამართულობა, მათი შესაბამისობა შესასრულებელ სამუშაოსთან;

ჩაუტაროს შემსრულებლებს ინსტრუქტაჟი სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების წესებზე და დაზარალებულის საშიში ზონიდან ევაკუაციის წესის შესახებ (ინსტრუქტაჟის ჩატარებისას გასაშუქებელი საკითხების სამაგალითო ჩამონათვალი მოცემულია მე-4 დანართში);

აცნობოს აირმაშველ სამსახურს (უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურს) სამუშაოს ჩასატარებლად ობიექტისა და შემსრულებელების  მზადყოფნის შესახებ;

ცვლის უფროსთან შეთანხმებით აირმაშველი სამსახურის (უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის) წარმომადგენელისაგან დასტურის მიღებისას აირსაშიში სამუშაოების შესაძლო შესრულების შესახებ, რაც დამოწმებულია მათი ხელმოწერებით განწეს-დაშვების მე-14 პუნქტში, ხოლო აუცილებლობის შემთხევაში აირსაშიში სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალში, როდესაც სამუშაო ტარდება განწეს-დაშვების გაფორმების გარეშე, მისცეს მითითება შემსრულებლებს სამუშაოს დაწყებაზე, მას შემდეგ, რაც წინასწარ შეამოწმებს სამუშაო ადგილს, დაცვის  საშუალებების მდგომარეობას, შემსრულებელთა მზადყოფნას სამუშაოს ჩატარებისათვის;

აკონტროლოს შემსრულებლების მიერ განწეს-დაშვებაში ან სამუშაო ადგილების ინსტრუქციებში გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;

უზრუნველყოს აირსაშიში სამუშაოების ჩატარების თანმიმდევრობა და რეჟიმი;

უზრუნველყოს საჰაერო გარემოს მდგომარეობის კონტროლი;

მიიღოს ზომები, რომლებიც გამორიცხავენ აირსაშიშ სამუშაოების ჩატარების ადგილზე იმ პირების დაშვებას, რომლებიც არ ასრულებენ ამ სამუშაოებს;

საფრთხის გაჩენის ან შემსრულებელთა შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში დაუყოვნებლად შეწყვიტოს სამუშაოს მსვლელობა, ამის შესახებ შეატყობინოს საამქროს უფროსს და მიიღოს სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებები;

რეგლამენტირებული შესვენებების დამთავრებისას დარწმუნდეს, რომ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების პირობები არ შეცვლილა, არ დაუშვას სამუშაოს აღდგენა მისი უსაფრთხო ჩატარების პირობების შეცვლის გამოვლენისას;

სამუშაოს დამთავრების შემდეგ საამქროს უფროსთან ერთად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს სისრულე და ხარისხი და დახუროს განწეს-დაშვება.

2.11. აირსაშიში სამუშაოს შემსრულებლები პასუხს აგებენ განწეს-დაშვების ყველა ღონისძიებების შესრულებაზე იმ სამუშაოებისათვის, რომლებიც რეგისტრირდება აირსაშიში სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალში და რომლებიც სრულდება განწეს-დაშვების გარეშე.

2.12. აირსაშიში, სამუშაოების შემსრულებლები ვალდებულნი არიან:

გაიარონ ინსტრუქტაჟი სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარებაზე და ხელი მოაწერონ განწეს-დაშვებაში;

გაეცნონ სამუშაოს პირობებს, ხასიათს და მოცულობას მისი შესრულების ადგილზე.

შეასრულონ მხოლოდ ის სამუშაო, რომელიც ნაჩვენებია განწეს-დაშვებაში;

შეუდგნენ სამუშაოს შესრულებას მხოლოდ ამ სამუშაოს ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით;

გამოიყენონ დაცვის საშუალებები და დაიცვან უსაფრთხოების ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია განწეს-დაშვებაში;

იცოდნენ მავნე ნივთიერებებით მოწამლვის ნიშნები, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის საშუალებების განლაგების ადგილები, საშიში ზონიდან დაზარალებულების ევაკუაციის წესი;

იცოდნენ დაზარალებულთათვის პირველი დახმარების აღმოჩენა, დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, მაშველი აღჭურვილობათა და ინსტრუმენტებით სარგებლობა;

თვალი ადევნონ კოლეგების მდგომარეობას, აღმოუჩინონ მათ აუცილებელი დახმარება; იმ შემთხვევაში, როდესაც თვითონ ან მისი კოლეგა გახდა შეუძლოდ შეწყვიტოს მუშაობა და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სამუშაოს ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირს;

შეწყვიტონ მუშაობა საშიში სიტუაციის შექმნისას, აგრეთვე  საამქროს უფროსის, სამუშაოს ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის, ცვლის უფროსის, აირმაშველი სამსახურის მუშაკის, ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი ორგანოს წარმომადგენლების მოთხოვნით;

სამუშაოს დამთავრების შემდეგ წესრიგში მოიყვანონ სამუშაოს ჩატარების ადგილი, აალაგონ ინსტრუმენტები, მოწყობილობები და სხვა.

3. აისაშიში სამუშაოების ჩასატარებელი დოკუმენტაციის გაფორმების წესი.

3.1. განწეს-დაშვებას ხელს აწერს იმ საამქროს (დანადგარის, თუ საამქრო არ არის განყოფილების) უფროსი, ან საწარმოში დადგენილი წესით მისი შემცველი პირი (შემდგომში „საამქროს უფროსი“), თანხმდება აირმაშველ სამსახურთან (სპეციალურ ჟურნალში რეგისტრაციით და მორიგი ნომრის მიკუთვნებით, უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურთან და თუ საჭიროა მეზობელ საამქროებთან და მტკიცდება მთავარი ინჟინრის (საწარმოო გაერთიანებებში იმ ქარხნის (წარმოების) მთავარი ინჟინრის მიერ, რომელიც შედის ამ გაერთიანებაში) ან მისი მოადგილის ან წარმოების უფროსის მიერ.

3.2. პირები, რომლებმაც დაამტკიცეს განწეს-დაშვება, პასუხს აგებენ აირსაშიში სამუშაოების ჩატარების აუცილებლობასა და შესაძლებლობაზე.

3.3. პირები, რომლებიც ხელს აწერენ განწეს - დაშვებას, პასუხს აგებენ აირსაშიში სამუშაოებსი ჩატარებისათვის დამუშავებული იმ ღონისძიებების სისწორესა და სისრულეზე, რომლებიც ნაჩვენებია განწეს-დაშვებაში, აგრეთვე იმ პირების საკმარისი კვალიფიკავიაზე, რომლებიც ჩართულნი არიან განწეს-დაშვებაში აირსაშიში სამუშაოების ხელმძღვანელები და შემსრულებლები.

3.4. განწეს-დაშვება ფორმდება ორ ეგზემპლარად და დამტკიცების შემდეგ ორივე ეგზემპლარი გადაეცემა ცვლის უფროსს.

ცვლის უფროსი ერთ ეგზემპლარს გადასცემს მოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელ პირს.

ობიექტზე მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების შემდეგ ორივე ეგზემპლარს ხელს აწერენ აირსაშიში სამუშაოების მომზადებაზე და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ადასტურებენ მოსამზადებელი სამუშაოებისა და თვითონ აირსაშიში სამუშოების უსაფრთხოდ ჩასატარებელი ღონისძიებების სრუალდ შესრულებას.

განწეს-დაშვების ერთი ეგზემპლარი, სამუშაოების დამთავრების შემდეგ გადაეცემა აირმაშველ სამსახურს (უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურს) და ინახება არანაკლებ სამი თვისა. მეორე ეგზემპლარი იმყოფება ამ სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირთან და სამუშაოს დამთავრების შემდეგ ინახება საამქროს საქმეებში არანაკლებ სამი თვისა.

აკრძალულია განწეს-დაშვების შევსება ფანქრით. ორივე ეგზემპლარი ჩანაწერები უნდა იყოს მკაფიო. შესწორებები ტექსტში და პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა პირის გადასაღები ქაღალდის ქვეშ დაუშვებელია.

3.5. განწეს-დაშვება აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე გაიცემა ყოველ სამუშაო ადგილზე და სამუშაოთა სახეობაზე ყოველ ბრიგადაზე, რომლებიც ატარებენ ასეთ სამუშაოებს და მოქმედია ერთი ცვლის განმავლობაში.

თუ სამუშაო აღმოჩნდა დაუმთავრებელი, ხოლო მისი ჩატარების პირობები არ გაუარესებულა და სამუშაოს ხასიათი არ შეცვლილა, განწეს-დაშვება შეიძლება გაგრძელდეს შემდეგ ცვლაში იმავე ბრიგადისათვის ყოველ შემდეგ ცვლაში სამუშაოს ჩატარების შესაძლებლობის დადასტურებით, რაზეც ხელს აწერენ განწეს დაშვების მე-15 პუნქტში ნაჩვენები პირები.

3.6. იმ შემთხვევაში, როდესაც აირსაშიში სამუშაოების მომზადება და უშუალო ჩატარება ხდება შემსრულებელთა ერთი შემადგენლობით, დასაშვებია მის მომზადებაზე და შესრულებაზე ერთი ხელმღვანელის დანიშვნა იმ პირობით, რომ დანიშნულმა პირმა იცის სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდები და ხერხები და სამუშაოს ჩატარებისას გათავისუფლებულია სხვა მოვალეობებისაგან.

3.7.მოცემულობებში სამუშაოების ჩატარების ყველა შემთხვევაში, თუ ეს დაკავშირებულია მოწყობილობებისა და მილსადენების გერმეტიზაციის დარღვევასთან, განწეს-დაშვება უნდა დაერთოს ჩამკეტი არმატურის პროდუქციის მოცილებას, ჩარეცხვის გაქრევის, აპარატის ორთქლით დამუშავებისა და სახშობების განლაგების სქემები.

იმ აირსაშიში სამუშაოების ჩატარების დროს, რომლებიც პერიოდულად მეორდებიან და რომლებიც განსაზღვრულია 1.2. პუნქტით, აღნიშნული სქემები უნდა დაერთოს განწეს-დაშვების გარეშე ჩასატარებელი აირსაშიში სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალში.

4. მოსამზადებელი სამუშაოები

4.1. ობიექტის მომზადების მასზე აირსაშიში სამუშაოების ჩასატარებლად ახორციელებს საამქროს (წარმოების) საექსპლუატაციო პერსონალი მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით.

4.2. აირსაშიში სამუშაოებისათვის ობიექტის მოსამზადებლად საჭიროა შესრულდეს შესაბამისი ინსტრუქიებში და განწეს-დაშვებაში გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების მთელი კომპლექსი.

ამასთან მიღებული უნდა იქნეს ზომები აირსაშიში სამუშაოს საფრთხის ხარისხის შესამცირებლად წნევის მოხსნით, მავნე და ფეთქებადსაშიში პროდუქტების მოცილებით, მეზობელი ტექნოლოგიური სისტემებიდან მათი მოხვედრის გამორიცხვით, ნაპერწკალწარმოქმნის შესაძლო წყაროების გამორიცხვით.

4.3. აისაშიში სამუშაოს ჩატარების ადგილი, რომელიც დაკავშირებულია ფეთქებდსაშიში და მავნე ნივთიერებების ამოფრქვევის საშიშროებასთან, უნდა იყოს მონიშნული (შემოღებული ), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საშიშ ზონაში გარეშე პირების

მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა შეიქმნას პოსტები.

4.4. მოძრავი მექანიზმების ელექტროამძრავები უნდა გამოირთოს კვების წყაროებიდან შესამჩნევი გაწყვეტით და ჩაიხსნას ამ მექანიზმებიდან. აპარატებთან და ელექტროგამანაწილებელ მოწყობილობებთან გამშვებ მოწყობილობებზე უნდა ჩამოიკიდოს პლაკატები „არ ჩართოთ - ხალხი მუშაობს!“, რომლებიც იხსნება აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით სამუშაოების დამთავრების შემდეგ.

4.5. მოსამზადებელი ღონისძიებების შესრულების ხარისხის შეფასებისათვის აირსაშიში სამუშოების დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ლაბორატორიული ან ავტომატური ანალიზი ჰაერში ჟანგბადის შემცველობაზე, აგრეთვე მავნე, ფეთქებადსაშიში და ფეთქებადხანძარსაშიში ნივთიერებების შემცველობაზე და რეზულტატები ჩაიწეროს განწეს-დაშვებაში.

4.6. აისაშიში სამუშოების ჩატარების მოსამზადებელ პერიოდში მოწმდება დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, ხელსაწყოების, სამარჯვებისა და შემსრულებელთათვის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სხვა საშუალებების არსებობა და გამართულობა. შემსრულებლებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი და მოწმდება მათი ცოდნა დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებაზე, მუშაობის უსაფრთხო მეთოდებისა და დაზარალებულთათვის პირველი დახმარების მეთოდების ცოდნაზე, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა განწეს-დაშვების მე-11 პუნქტში.

5. აირსაშიში სამუშაოების ჩატარება.

5.1. აირსაშიში სამუშაოების ჩატარება ნებადართულია მხოლოდ განწეს-დაშვებაში და სამუშაო ადგილების ინსტრუქციებში გათვალსიწინებული ყველა მოსამზადებელი სამუშაოების და ღონისძიებების შესრულების შემდეგ. აკრძალულია განწეს-დაშვებით გათვალისწინებული სამუშოების მოცულობის  გაზრდა.

5.2. აირსაშიში სამუშაოები უნდა ჩაატაროს შემსრულებელთა ბრიგადამ, რომლის შემადგენლობაში არანაკლებ ორი ადამიანია. ბრიგადის წევრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, სპეცტანსაცმლით, სპეცფეხსაცმლით, სამრჯვებით და დამხმარე მასალებით.

5.3. აირსაშიშ სამუშაოების დაწყების წინ, მის ჩატარებაზე პასუხისმგებელმა პირმა შემსრულებლებს უტარებს გამოკითხვას ჯანმრთელობის შესახებ.

5.4. აირსაშიში სამუშაოების ჩასატარებლად ობიექტისა და შემსრულებლების მზადყოფნის შესახებ უნდა ეცნობოს აირმაშველ სამსახურს (უსაფრთოხების ტექნიკის სამსახურს). აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლის მიერ სამუშაოს ჩატარების შესაძლებლობაზე დასტურის გარეშე აკრძალულია სამუშაოების დაწყება.

5.5. აირსაშიშ ადგილში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის ნებართვით შესაბამისი დაცვის საშულებებით, რომლებიც ჩაცმულია საშიში ზონის ფარგლებს გარეთ.

მუშაობა უნდა დაიწყოს პასუხისმგებელი პირისა და აირმაშველი სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით. მათი სამუშაო ადგილზე მუდმივად ყოფნა ან კონტროლის განხორციელების პერიოდულობა განისაზღვრება განწეს-დაშვებით (პ.7).

5.6. სამუშაოები, რომლის დროსაც შესაძლებელია ფეთქებადსაშიში პროდუქტების გამოყოფა, უნდა შესრულდეს შესაბამის სპეცტანსაცმელში და სპეცფეხსაცმელში ისეთი ინსტრუმენტებითა და სამარჯვებით, რომლებიც არ იძლევიან ნაპერწკალს.

განათებისათვის უნდა გამოიყენებოდეს აფეთქებისაგან დაცული გადასატანი ნათურები არაუმეტეს 12 ძაბვით ან აკუმულატორის ნათურები, რომლებიც შეესაბამება ფეთქებადსაშიში ნარევის კატეგორიასა და ჯგუფს.

5.7. სასუნთქი ორგანოების დამცავი ინდივიდუალური საშუალებების გამოყენება და მათი გამოყენების ხანგრძლივობა უნდა პასუხობდეს სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.

მომუშავის შლანგიანი აირწინაღით მუშაობის ერთჯერადი დრო განისაზღვრება განწეს-დაშვებით (პ.8), მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.

6. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები მოცულობებში მუშაობის დროს.

6.1. მოცულობები, რომლებიც ექვემდებარებიან გახსნას, დათვალიერებას, წმენდას ან რემონტს, უნდა გათავისუფლდნენ პროდუქტისაგან, გამოითიშონ მოქმედი მოწყობილობებისა და მილსადენების სისტემებისაგან სტანდარტული სახშობებით (განწეს-დაშვებასთან თანდართული ექიმის თანახმად) და მათში არსებული ქიმიური პროდუქტები უნდა იყვნენ გარეცხილი, გაორთქლილი ცხელი ორთქლით, გაქრეული იდერტული გაზით და სუფთა ჰაერით.

6.2. სახშობების დასაყენებელი (მოსახსნელი) სამუშაოები, რომლებიც ჩართულია ობიექტის მოსამზადებელი ღონისძიებების ჩამონათვალში და გათვალისწინებულია განწეს-დაშვების მე-6 პუნქტში, არ საჭიროებენ დამატებით განწეს-დაშვების გაფორმებას და შეიძლება ჩატარდეს როგორც საექსპლუატაციო პერსონალით, რომელიც ასრულებს მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე პერსონალით, რომელიც ჩართულია ამ სამუშაოების შემსრულებელი ბრიგადის შემადგენლობაში. სახშობების უსაფრთხოდ დაყენების (მოხსნის) ღონისძიებები მოცემული უნდა იყოს აპარატის შიგნით შესასრულებელი სამუშაოების განწეს-დაშვების მე-6 პუნქტში.  

6.3. გახურებული მოცულობები, მათში ხალხის ჩასვლის წინ უნდა გაგრილდეს ისე, რომ ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს გამონაკლის შემთხვევებში, თუ აუცილებელია სამუშაოების ჩატარება უფრო მაღალი ტემპერატურის დროს, მუშავდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები (უწყვეტი შემოქრევა სუფთა ჰაერით, თერმოდამცავი კოსტუმების, ფეხსაცმლის გამოყენება, ხშირი შემთხვევები მუშაობისას და ა.შ.).

6.4. მოცულობის შიგნით მოშუაობის დაწყებამდე, მისი მსვლელობის მთელი დროის განმავლობაში, აირსაშიში სამუშაოების ზონაში, გამოსაჩენ ადგილას გამოიკიდება პლაკატი, „აირსაშიში სამუშოები“, რომელსაც ხსნიან ამ სამუშაოების დამთავრების შემდეგ მხოლოდ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირის ნებართვით.

6.5. მოცულობებში სამუშაოების ჩატარებისათვის უნდა დაინიშნოს ბრიგადა არანაკლებ, ორი კაცის შემადგენლობით (მომუშავე და მეთვალყურე). მოცულობის შიგნით ყოფნა, როგორც წესი, ნებადართული აქვს ერთ ადამიანს. მოცულობაში მომუშავეთა მეტი რიცხვის ყოფნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დამუშავდეს, შეტანილ იქნეს განწეს-დაშვებაში და დამატებით განხორციელდეს უსაფრთხოების ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს მეთვალყურეთა რაოდენობის გაზრდას (არანაკლებ ერთი მეთვალყურისა აპარატში ერთ მომუშავეზე), მომუშავეთა შესვლისა და ევაკუაციის წესს, შლანგების აირწინარების ამღები მილყელების, სასიგნალო-მაშველი თოკების განლაგების წესს, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის საშუალებების არსებობის სამუშაოს ჩატარების ადგილზე და სხვა.

6.6. ყველა შემთხვევაში, მომუშავეს, რომელიც ჩადის მოცულობაში, უნდა ეცვას მაშველი ქამარი სასიგნალო-მაშველი თოკით.

ქამარი, კარაბინი და სასიგნალო-მაშველი თოკი უნდა იყოს გამოცდილი დადგენილი წესით.

თუ მომუშავეებსა და მეთვალყურეებს შორის მხედველობით კავშირი არ არსებობს უნდა დამყარდეს პირობით სიგნალების მიწოდების სისტემა.

6.7. მოცულობაში მუშაობის ჩატარებისას მეთვალყურე უნდა იმყოფებოდეს მოცულობის ლუკთან (კილოსთან) ისეთივე აღჭურვილობაში, როგორც მომუშავე და ჰქონდეს თან მამხოლოებელი აირწინაღი „მზადყოფნის“ მდგომარეობაში.

ამასთან, ის ვალდებულია:

თვალი ადევნოს მომუშავის ქცევას და სიგნალებს;

თვალი ადევნოს აირწინაღის საჰაერო შლანგისა და ჰაერამღები მოწყობილობის მდგომარეობას;

აუცილებლობის შემთხვევაში, კავშირისა და სიგნალიზაციის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით მუშაობის ადგილზე გამოიძახოს სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი და აირმაშველი სამსახურის წარმომადგენელი;

ჩავიდეს მოცულობაში დაზარალებულისათვის დახმარების აღმოსაჩენად მამხოლოებელი აირწინაღით, მას შემდეგ, რაც გაფრთხილებული იქნება აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი.

6.8. მოცულობის შიგნით მომუშავეთა სუნთქვის ორგანოების დასაცავად უნდა გამოიყენებოდეს შლანგური ან ჟანგბადიან-მამხოლოებელი აირწინაღები ან საჰაერო მამხოლოებელი აპარატები. მფილტრავი აირწინაღების გამოყენება აკრძალულია.

მოცულობის შიგნით მუშაობის ჩატარება სუნთქვის ორგანოების დამცავი საშუალებების გარეშე შეიძლება ნებადართული იყოს მთავარი ინჟინრის მიერ იმ პირებით, რომ მოცულობაში ჟანგბადის მოცულობითი შემცველობა შეადგენს არა ნაკლებ 20%-ს, ხოლო მავნე ორთქლისა და გაზების შემცველობა მოცულობაში არ აღემატება ამ ნივთიერებების ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას სამუშაო ზონის ჰაერში. ამასთან, უნდა გამოირიცხოს მავნე ფეთქებადსაშიში და ფეთქებადხანძარსაშიში ორთქლისა და გაზებით გარედან მოხვედრა ან მათი გამოყოფა ნალექებიდან და ამოგებიდან ა.შ. ღონისძიებები, რომლებიც   უზრუნველყოფენ აპარატების შიგნით სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე მუშაობის უსაფრთხოდ ჩატარებას, უნდა იყოს გადმოცემული სამუშაო ადგილების საერთო-საქარხნო ინსტრუქციაში, განწეს-დაშვებაში და უნდა მოიცავდეს:

აპარატში განუწყვეტელ სუფთა ჰაერის გარანტირებულ მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ საჰაერო რეჟიმს აპარატში;

საჰაერო გარემოს მდგომარეობის განუწყვეტელ კონტროლს;

აპარატში ყოველი მომუშავისა და მეთვალყურისათვის შლანგური აირწინაღის ქონას „მზადყოფნის“ მდგომარეობაში;

სამუშაოს ჩატარების ადგილის სიახლოვეს სიგნალიზაციისა და კავშირის (სინათლის, ხმოვანი, რადიოტელეფონური) არსებობა;

მოცულობაში ყოველი მომუშავისათვის მაშველი ქამრის არსებობა მასზე მომაგრებული სასიგნალო-მაშველი თოკით და მომუშავეთა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სხვა ღონისძიებების არსებობა.

შენიშვნა: ჭებში, კოლექტორებში, გვირაბებში, და სხვა ანალოგიურ მოწყობილობებში და ნაგებობებში მუშაობა სასუნთქი ორგანოების დამცავი საშუალებების გარეშე დაუშვებელია.

6.9. გადასატანი კიბე, რომელიც გამოიყენება მოცულობაში მუშის ჩასასვლელად, შიგ სამუშაოდ და ამოსასვლელად უნდა იყოს დადგენილი წესით გამოცდილი და შეესაბამებოდეს უსაფრთხოების პირობებს.

კიბის გამართულობის, მდგომარეობის და სამუშაო ადგილზე დამაგრების საიმედოობის შემოწმებას ატარებენ მუშაობის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით.

6.10. მოცულობაში ჩასვლა-ამოსვლისას, მუშას ხელში არ უნდა ეჭიროს რაიმე საგნები. მუშაოებისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტები და მასალები უნდა მიეწოდოს მოცულობაში ისეთი ხერხით, რომელიც გამორიცხავს მათ ვარდნას და მომუშავეთა ტრავმირებას.

6.11. თუ მოცულობაში მომუშავის მოქმედებაში შეიმჩნევა ჩვეულებრივი მოქმედებისაგან გადახდა (ცუდად ყოფნის ნიშნები, აირწინაღის ნიღბის ჩამოხსნის მცდელობა), აგრეთვე სხვა მდგომარეობის წარმოქმნისას, რომელიც ემუქრება მის უსაფრთხოებას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სამუშაოები, ხოლო მუშა ევაკუირებული იქნეს მოცულობიდან.

6.12. მოცულობაში მუშაობის დამთავრების შემდეგ, მუშაობაზე პასუხისმგებელი ლიუკების დახურვის წინ პირადად უნდა დარწმუნდეს, რომ მოცულობაში არ დარჩა ხალხი, ალაგებულია ინსტრუმენტები და მასალები, არ დარჩა გარეშე საგნები და ამის შესახებ ჩანაწერი გააკეთოს განწეს-დაშვების მე-16 პუნქტში.

6.13. ჭებში, კანალიზაციის ქსელებში, გვირაბებში და მათ მსგავს ნაგებობებში მუშაობის ჩატარება აუცილებელია შეთანხმდეს (განწეს-დაშვებაში ხელმოწერით). ამ ობიექტებთან ტექნოლოგიურად დაკავშირებული საამქროების უფროსებთან, რომლებმაც უნდა მიიღონ სამუშაოს ჩატარების ადგილიდან მავნე და ფეთქებადსაშიში პროდუქტების ზალპური ამოფრქვევის თავიდან აცილების უზრუნველმყოფი ღონისძიებები.

6.14. მუშაობის მიმდინარეობის დროს ჭების ლიუკები უნდა იყოს შემოღობილი, ხოლო ღამე განათებული.

6.15. მოცულობების შიდა ზედაპირზე დამცავი საფარის დატანის დროს, რომელთა შესრულებას თან სდევს მავნე და ფეთქებადსაშიში პროდუქტების გამოყოფა, გათვალისწინებული უნდა იყოს ამ პროდუქტების იძულებითი გატანა.

6.16. მოცულობებში ცეცხლოვანი სამუშაოები ტარდება ღია ლიუკებით (საძრომებით) და სამუშაო ზონაში ნორმალური საჰაერო რეჟიმის უზრუნველმყოფი ჰაერმიმოცვლით.

ამ სამუშაოების ჩასატარებლად აფორმებენ განწეს-დაშვებას, აგრეთვე ცეცხლოვანი სამუშაოების ჩატარების ნებართვას, ტექზედამხედველობის ინსპექციის მიერ დამტკიცებული ფეთქებადსაშიში და ფეთქებადხანძარსაშიშ ობიექტებზე ცეცხლოვანი სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის ტიპიური ინსტრუქციის შესაბამისად.

 

დანართი №1

აუცილებელია

„ვამტკიცებ“

----------------------------------------------

(საწარმოს დასახელება)

                        მთავარი ინჟინერი

------------------------------------------------

(ხელის მოწერა)

„--------“------------------------------„ 199 წ.

 

------------------------------------------------------------------------

(სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება)

აირსაშიში სამუშაოების ჩამონათვალი

სამუშაოს ადგილი და ხასიათი (მოწყობილობის პოზიცია სქემის მიხედვით)

შესაძლო საშიში და მავნე საწარმოო ფაქტორები

ვის მიერ ტარდება მოცემული სამუშაო

აირსაშიში სამუშაოებისათვის ობიექტის მოსამზადებელი ღონისძიებები

აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ღონისძიებები

1

2

3

4

5

6

 

I. სამუშაოები, რომლებიც ტარდება განწეს-დაშვების გაფორმებით (დანართი №2-ის მიხედვით)

II. სამუშაოები, რომლებიც ტარდება განწეს-დაშვების გაფორმების გარეშე ჟურნალში რეგისტრაციით (დანართი №3-ის მიხედვით)

III სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია ავარიის ლიკვიდაციის ან ლოკალიზაციის აუცილებლობით.

შეთანხმებულია:

საწარმოო (საწარმოო-ტექნიკური) განყოფილება ---------------------------------

აირმაშველი სამსახური -------------------------------------------------------------- 

 

დანართი №2

„ვამტკიცებ“

---------------------------------

(საწარმოს დასახელება)

---------------------------------

(თანამდებობა, ხელის მოწერა)

„--------„ -------------------„ 199წ.

 

განწეს-დაშვება №

აირსაშიში სამუშაოების ჩატარებისათვის -----------------------------------------------------

1. საამქრო (წარმოება, დანადგარი) -------------------------------------------------------------

2. სამუშაოს ჩატარების ადგილი ---------------------------------------------------------------

                                                           (განყოფილება, უბანი, აპარატი, კომუნიკაცია)

3. ჩასატარებელი სამუშაოების ხასიათი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. პასუხისმგებელი მოსამზადებელ სამუშაოებზე -----------------------------------------------

                                                                                (თანამდებობა, სახელი, გვარი)

5. პასუხისმგებელი სამუშაოების ჩატარებაზე --------------------------------------------------

                                                                                            (თანამდებობა, სახელი, გვარი)

6. აირსაშიში სამუშაოების ჩატარებისათვის ობიექტის მოსამზადებელი ღონისძიებები

და მათი ჩატარების თანმიმდევრობა ------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი ---------------------------------------------------------------------------------------------

                                    (სქემების, ესკიზების დასახელება)

7. სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველმყოფი ღონისძიებები --------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8. საამქროს უფროსი -------------------------------------------------------------------------------

                                                (სახელი, გვარი, თარიღი)

9. ღონისძიებები შეთანხმებულია:

აირმაშველ სამსახურთან ---------------------------------------------------------------------------

                                                                        (სახელი, გვარი, თარიღი)

უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურთან ----------------------------------------------------------

                                                                                                (სახელი, გვარი, თარიღი)

ურთიერთდაკავშირებულ სამსახურთან ---------------------------------------------------------

                                                (მომიჯნავე საამქროს დასახ., სახელი, გვარი, თარიღი)

10. ბრიგადის შემადგენლობა და აღნიშვნა ინსტრუქტაჟის გავლის შესახებ

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სამუშაოების ჩატარების თარიღი და დრო

ბრიგადის წევრები,  სახელი და გვარი

პროფესია

სამუშაოს პირობებ.  გავეცანი,

ინსტრუქტაჟი მივიღე,

ხელის მოწერა

ინსტრუქტაჟი ჩაატარა თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელის მოწერა

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

11. საჰაერო გარემოს ანალიზი მუშაობის დაწყების წინ და მუშაობის პერიოდში.

სინჯის აღების თარიღი და დრო

სინჯის აღების ადგილი

განსაზღვრული კომპონენტები

დასაშვები კონცენტრაცია

ანალიზის შედეგები

ანალიზის ჩამტარებელი პირის ხელისმოწერა

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

12. სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების მოსამზადებელი ღონისძიებები განწეს-დაშვების თანახმად შესრულებელია

---------------------------------------------------------------------------------------------------------

მოსამზადებელ სამუშაოებზე                  აირსაშიში სამუშაოების ჩატარებაზე

პასუხისმგებელი (სახელი, გვარი,           პასუხისმგებელი (სახელი, გვარი, თარიღი, დრო)

თარიღი, დრო)

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

13.1. სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას ვადასტურებ:

---------------------------------------------------------------------------------------------------------

აირმაშველი სამსახურის (უსაფრთოხების ტექნიკის სამსახურის) წარმომადგენლის ხელის მოწერა, თარიღი, დრო

13.2. სამუშაოს წარმოების ნებას გრთავთ:

ცვლის უფროსი (ხელის მოწერა, დრო, თარიღი)

14. განწეს-დაშვების მოქმედების ავდა გაგრძელებულია

 

 

 

 

სამუშაოს წარმოების შესაძლებლობას ვადასტურებ

სამუშაოს გატარების თარიღი და დრო

საჰაერო გარემოს ანალიზის რეზულტატი (ლაბორატორიული ან ავტომატური)

პასუხისმგებელი სამუშაოს ჩატარებაზე

ცვლის უფროსი

აირმაშველი სამსახურის ან უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის წარმომადგენელი

საამქროს უფროსი

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

15. სამუშაო შესრულებულია სრული მოცულობით, განწეს-დაშვება დახურულია

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ხელის მოწერები: სამუშაოს ჩატარებაზე პასუხისმგებლის, ცვლის უფროსის, დრო, თარიღი)

 

 

განწეს-დაშვების გარეშე ჩატარებული აირსაშიში სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი თანახმად 1.12 პუნქტისა

-----------------------------------------------------

(ქვედანაყოფის დასახელება)

 

 

№ რიგის მიხედვით

სამუშაოს ჩატარების თარიღი და დრო

სამუშაოს ჩატარების ადგილი (დანადგარი, განყოფილება)

შესასრულებელი სამუშაოების ხასიათი

აირსაშიში სამუშაოს ჩატარების მოსამზადებელი ღონისძიებები შესრულებ. (სახელი, გვარი, პასუხისმგებელ. ხელმოწ.)

სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველმყოფი ღონისძიებები შესრულებულია (პასუხისმგებე. სახელი, გვარი, ხელისმოწერა_

სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების პირობებს გავეცანი (შემსრულებელ. სახელი, გვარი, და ხელმ)

საჰაერო გარემოს ანალიზის რეზულტატები 2.8, 4.5 და 6.8 პუნქტ.შესაბამისად.

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

შენიშვნა: აისაშიში სამუშაოების მომზადებასა და უსაფრთხოდ ჩატარების ღონისძიებები მოცემული უნდა იყოს სამუშაო ადგილების ინსტრუქციებში.

 

დანართი №4

(რეკომენდირებული)

აირსაშიში სამუშაოების შემსრულებლების

ინსტრუქტირებისას გასაშუქებელი სამაგალითო (სავარაუდო)

საკითხების ჩამონათვალი

1. სამუშაოს დანიშნულება, მიზანი და მის შესასრულებლად გამოყოფილი დრო.

2. ტექნიკური (საწარმოო) სიტუაცია სამუშაოს ჩატარების ადგილზე, სისტემის შიდა გარემოს მეზობელ-უბნების (აუცილებლობის შემთხვევაში) დახასიათება და პარამეტრები.

3. მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორები, რომელთა გამოვლინებაც შესაძლებელია სამუშაოს ჩატარების დროს.

4. დაგაზიანების ან საშიში ზონების ხასიათი და შესაძლო საზღვრები პერსონალის ევაკუაციის გზები საშიშ სიტუაციაში.

5. ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაო და მიღებული უსაფრთხოების ზომები.

6. სამუშაოს ჩატარების პირობები; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაცვის ინდივიდუალურ საშუალების გამოყენებას.

7. აირსაშიშ ადგილზე შესვლისა და გამოსვლის წესი. მომუშავეთა, მეთვალყურეების, აირმაშველების და სხვა განლაგების ადგილები. კავშირისა და სიგნალიზაციის საშუალებები.

8. სამუშაოს შესრულების თანმიმდევრობა ცალკეული ოპერაციების მიხედვით: ინსტრუმენტების, მასალების და სხვა მიწოდების (ალაგების) წესი, მათი განთავსების ადგილები.

9. შემსრულებლების მუშაობის რიგითობა, მუშაობისა და დასვენების რეჟიმი.

10. შემსრულებელთა მოქმედება სამუშაოს შესრულების პირობების შეცვლისას, შესაბამისი პირებისა და სამსახურების გამოძახებისა და შეტყობინების წესი საშიში სიტუაციის წარმოქმნისას.

11. სამუშაოს დამთავრების წესი.

 

პროექტი

აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის ტიპიური ინსტრუქციის განხილვის შესახებ

----------------------------------------------------------------------------------------------------------

/გ. ჩიჩუა/

მოისმინა რა საქტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოადგილის ინფორმაცია აირსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის ტიპიური ინსტრუქციის შესახებ, კოლეგია ადგენს:

დამტკიცებულ იქნეს წარმოდგენილი აისაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზაციის ტიპიური ინსტრუქცია.