ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფარნავაზ მეფის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ქალაქ ესტამარის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფარნავაზ მეფის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ქალაქ ესტამარის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/61
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.111.016002
18/61
27/08/2019
ვებგვერდი, 30/08/2019
000000000.00.111.016002
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფარნავაზ მეფის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ქალაქ ესტამარის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 18/61

 

201 9 წლის 27 აგვისტო

ქალაქი ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფარნავაზ მეფის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ქალაქ ესტამარის სახელის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12-ე და მე-15-ე პუნქტების თანახმად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 26 ივლისის 17 ოქმის შესაბამისად.

მუხლი 1

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფარნავაზ მეფის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებულ სკვერს ეწოდოს ქალაქ ესტამარის სახელი, თანდართული სიტუაციური გეგმისა და ორთოფოტოს შესაბამისად.

2. აბრა წარწერით „ქალაქ ესტამარის სახელობის სკვერი“ დაიდგას სკვერის შემოსასვლელში.

3. ეს განკარგულება:

ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ბ ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:

ბ.ა) გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 2

განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.

მუხლი 3

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 4

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში ( მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3).

      

საკრებულოს თავმჯდომარე                                              ირაკლი კაკულია