დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №99 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016404 |
|
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №99 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №99 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.119.016403) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლების პირველი პუნქტების, მე-19 მუხლის, 34-ე მუხლის მე-6, 61 პუნქტების და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების გათვალისწინებით, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“. 3. დადგენილების დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები“. 4. დადგენილების დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები