დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-291/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 26/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „კლინიკა ბომონდზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქუთაისი, ზ. გამსახურდიას I შესახვევი №15) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე. საფუძველი: შპს „კლინიკა ბომონდის“ დირექტორის მამუკა მიქაძის განცხადება №100889, 16.07.2019წ. ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ -744-92, 22.08.2019წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №24, 26.08.2019წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ კაპანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები