დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-289/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 21/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიეცეს შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №23) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის“ ფარგლებში ლიცენზიის დანართებით განსაზღვრულ საქმიანობათა – ა) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა ბ) ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა – განხორციელების უფლება. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი მე-12 კილომეტრი №6). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე. საფუძველი: შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ უფლებამოსილი პირის ს. ანდღულაძის განცხადებები: №112159, 09.08.2019წ., №113820 14.08.2019 წ; ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-718-91, 19.08.2019წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ კაპანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები