სს „თელიანი ველი”-ს ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება N210819/01

სს „თელიანი ველი”-ს ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება N210819/01
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „საქართველოს კაპიტალი“
მიღების თარიღი 27/08/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
27/08/2019
ვებგვერდი, 30/08/2019
სს „თელიანი ველი”-ს ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება N210819/01
სს „საქართველოს კაპიტალი“
 

სს „თელიანი ველის“

ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება №210819/01

 

  

2019 წლის 21 აგვისტოს სს „თელიანი ველის“ (ს/კ: 203855444) (შემდგომში – „საზოგადოება“) 84.76%-იანი აქციონერის – სს „საქართველოს კაპიტალის“ (ს/კ: 404549690) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ავთანდილ ნამიჩეიშვილის (პ/ნ: 01026007516) სახით (რწმუნებულება, გაცემული 2018 წლის 3 მაისს სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის ი. გილაურის მიერ, დამოწმებული ნოტარიუს ი. შარვაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის №180497245, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი: 08668502856718) სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე.

ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „თელიანი ველის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „თელიანი ველის“ წესდების 7.1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

დღის წესრიგი:

1. „საზოგადოების“ ნებადართულის კაპიტალის ფარგლებში ახალ აქციათა ემისიისას მინიმალური ფასის დადგენის შესახებ;

2. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.

„აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. ვინაიდან „საზოგადოების“ კაპიტალის გაზრდისა და ახალი შენატანების ეფექტურად განხორციელების მიზნით, „საზოგადოების“ ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის ფარგლებში ახლადემიტირებულ აქციებზე 2019 წლის 4 აპრილს „საზოგადოების“ 75%-ზე მეტი აქციების მფლობელი აქციონერის მიერ გაუქმებულ იქნა აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება, წინამდებარე გადაწყვეტილებით დგინდება ის მინიმალური ფასი, რომელზე ნაკლები ოდენობითაც დაუშვებელია ახალი აქციების ემისია აქციონერთა კრების გადაწყვეტილების გარეშე. კერძოდ, თითოეული ახალი აქციის გამოშვების მინიმალურ ფასად დადგენილ იქნეს „საზოგადოების“ ერთი აქციის საბალანსო ღირებულება.

2. მიენიჭოს უფლებამოსილება „საზოგადოების“ გენერალურ დირექტორს და/ან ნინო დუნდუას (პ/ნ: 42001038929) და/ან მარიამ თითბერიძეს (პ/ნ: 01017042743), რათა მათ ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე, უზრუნველყონ ზემოაღნიშნული გარიგების კანონით დადგენილი წესით გაფორმება/რეგისტრაცია (საჭიროების შემთხვევაში), ასევე ხელი მოაწერონ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტს/ხელშეკრულებას,  სარეგისტრაციო განაცხადებს და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან და შეასრულონ ამასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება.

 

„აქციონერის“ სახელით:

 

ავთანდილ ნამიჩეიშვილი

სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის მოადგილე