დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 412 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.021432 |
|
„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2018, 240110000.10.003.020907) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის − „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან “ მე-3 მუხლის:
1. მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება უვადოდ, იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“. 2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სააგენტო უარს აცხადებს ბიზნესოპერატორის აღიარებაზე, თუ: ა) სარეალიზაციო ობიექტი არ წარმოადგენს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტს; ბ) სარეალიზაციო ობიექტი, რომელშიც შესაძლებელია, განთავსდეს 100 ტონაზე მეტი სარეალიზაციო მასალა (მსხვილი საწყობი), არ მდებარეობს დასახლებული ადგილებიდან, კვების ობიექტებიდან, საკვების წარმოებისა და გადამუშავების ნაგებობებიდან, წყალმომარაგების ობიექტებიდან, სამკურნალო და სასწავლო დაწესებულებებიდან, პირუტყვისა და ფრინველთა სადგომებიდან არანაკლებ 50 მ-ის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სარეალიზაციო ობიექტში ხორციელდება მხოლოდ აგროქიმიკატის რეალიზაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები