„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016317
22
27/08/2019
ვებგვერდი, 27/08/2019
010220020.16.009.016317
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №22

2019 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ (სსმ, ვებგვერდი, 10.03.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016082) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;“;

ა.ბ) „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო​1) მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;“;

ბ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგებში მომსახურებისა და კონკურენციის განვითარების, მათ შორის, სამართლიანი პირობებისა და დაბალანსებული გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საეთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი;

ბ) არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;

გ) რეგულირების მუდმივი და თანმიმდევრული განვითარების მიზნით, საწარმოების  ან სხვა პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა, მეთოდოლოგიური დამუშავება და განხილვების კოორდინაცია;

დ) სხვა სახელმწიფო უწყებების ინფორმირება და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია რეგულირების განვითარებისთვის აუცილებელ იმ ცვლილებებზე, რომელთა მიღებაც სცდება კომისიის კომპეტენციას;

ე) კომისიის გადაწყვეტილებებისა და საწარმოების მიერ გაწეულ მომსახურებაზე შერჩევითი დაკვირვების შედეგების ანალიზი, საწარმოებში სისტემური ხარვეზების გამოვლენის მიზნით; საკითხის მომზადება კომისიის საჯარო სხდომაზე განსახილველად, თუ გამოვლინდა სალიცენზიო პირობების შესაძლო დარღვევა;

ვ) წინადადებების მომზადება იმ ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც არსებითია საწარმოების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

ზ) საწარმოების მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

თ) მომსახურებისა და კონკურენციის განვითარების მიზნით მომზადებული პროექტების რეგულირებად საწარმოებზე ზეგავლენის ანალიზი, ასევე, ამ მიმართულებით კომისიის მიერ გატარებული რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა და კონტროლი;

ი) საწარმოების რეგულირებადი საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა და მათი კონსოლიდაცია;

კ) საწარმოების საქმიანობაზე ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, წინადადებების მომზადება, სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული წინადადებების შესწავლა და ერთობლივი განხილვების კოორდინაცია;

ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება;

მ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

ნ) გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა, ასევე კომისიის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდისა და სახის ანგარიშების შედგენა.“;

გ) 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 221. მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი

მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და  ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მონიტორინგის სისტემის კოორდინირება და მისი სრულყოფის მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება;

ბ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონაცემთა შესწავლა-ანალიზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების  მომზადება;

გ) მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის, მათ შორის, კომერციული ხარისხის ელექტრონული ჟურნალის სათანადო ფუნქციონირება, საწარმოების მიერ მისი სრულფასოვნად დატვირთვის უზრუნველყოფა, ხარვეზებისა და შეცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა, ასევე კომისიის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდის ანგარიშის შედგენა;

ე) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და  რეაგირება.“.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით ნარმანია