„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021428
407
26/08/2019
ვებგვერდი, 29/08/2019
240110000.10.003.021428
„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №407

2019 წლის 26 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014  წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 240110000.10.003.018341) შეტანილ  იქნეს  ცვლილება  და  დადგენილებით დამტკიცებული  „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირობითი აღიარების მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე:

ა) ბიზნესოპერატორს უგრძელდება პირობითი აღიარება, თუ ბიზნესოპერატორის მიერ არ არის შესრულებული სააგენტოს ყველა მითითება და მისი საქმიანობა სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

ა.ა) ბიზნესოპერატორთან აღმოჩნდა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი, ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე;

ა.ბ) ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება დანერგოს და არ აქვს დანერგილი სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად;

ბ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.

2.  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს უარი ეთქვა  პირობითი აღიარების გაგრძელებაზე და ის მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების  შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.“.

3. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარისის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება დანერგოს და არ აქვს დანერგილი სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე