„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-59/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016627
01-59/ნ
30/08/2019
ვებგვერდი, 30/08/2019
470230000.22.035.016627
„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-59/ნ

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის N01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016573) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. 2019 წლის 1 სექტემბრიდან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში, ამ ბრძანების №1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული დაწესებულებების მიერ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში მონაცემების გადაცემა განხორციელდეს საპილოტე რეჟიმში.

2. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი სოფლის ექიმების ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში ჩართვა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან  2020 წლის 1 ივლისამდე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საპილოტე რეჟიმის ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) ამბულატორიული სამედიცინო (მ.შ., პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი) დაწესებულებების შემთხვევაში – 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე;  

ბ) სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი სოფლის ექიმების შემთხვევაში – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ივლისამდე.“.

2. ბრძანებას მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  მუხლი:

„მუხლი 41

ამ ბრძანების მე-4 მუხლით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებზე საპილოტე რეჟიმში არ ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლისა და სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები, ასევე, საჯარიმო სანქციები.“.

3. ბრძანების 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51

ამ ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებები  ვალდებულნი არიან, ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში ინფორმაცია, 2019 წლის 1 სექტემბრამდე, გადასცენ მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით იმ მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მკურნალობას გადიან სტაციონარულ რეჟიმში (პაციენტები, რომელთა სტაციონარში დაყოვნება აღემატება 24 საათს ან პაციენტები, რომელთაც მკურნალობა დაიწყეს სტაციონარულ რეჟიმში, თუმცა, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, სტაციონარში მათი დაყოვნება არ აღმოჩნდა 24 საათზე მეტი).“.

4. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო დაწესებულება/ექიმი ვალდებულია:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული შემთხვევების (მ.შ., გადაუდებელი ამბულატორია, დღის სტაციონარი, გარდა პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში მიწოდებული მომსახურებისა) შესახებ ინფორმაცია EHR სისტემაში გადასცეს პაციენტის გაწერიდან/ამბულატორიული ვიზიტის დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში (გარდა არაიდენტიფიცირებული პაციენტებისა, რომელთა შესახებ ინფორმაციის გადაცემა სავალდებულოა იდენტიფიკაციიდან ასევე 14 კალენდარული დღის ვადაში);

ბ) პირველადი ჯანდაცვის სერვისის ფარგლებში (მ.შ., სოფლის ექიმის მიერ) მიწოდებული მომსახურების შესახებ ინფორმაცია EHR სისტემაში გადასცეს სერვისის მიწოდების დაწყებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე