დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ |
| მიღების თარიღი | 26/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
განცხადება
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერებს |
2019 წლის 20 სექტემბერს, დღის 15 საათზე, ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. №119-ში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქ. №119, IV სართული, სააქტო დარბაზი) გაიმართება სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2018 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე). 2. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2020 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების (ბიზნესგეგმის) დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე). 3. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის 390,000 (სამას ოთხმოცდაათიათასი) ლარით გაზრდისა და საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე). 4.სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2019 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნის შესახებ (მომხსენებელი - საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე); 5. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე). სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2019 წლის 16 აგვისტო; აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს დღის 14 საათიდან. კრებაში მონაწილეობის უფლებისა და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა; ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 11 (საკონტაქტო პირი - ლუიზა ჩიკაშუა, ტელეფონის ნომერი: 599 15-88-06). სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრებას დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორს გააჩნიათ შემდეგი სახის რეკომენდაციები (გადაწყვეტილების პროექტები): A.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით: ·დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2018 წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილი სახით. B. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით: · დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2020 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები (ბიზნეს-გეგმა) წარმოდგენილი სახით; · სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2020 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები განისაზღვროს 415,700 (ოთხას თხუთმეტი ათას შვიდასი) ლარით; · საზოგადოების ბიზნეს-გეგმაში არსებითი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულის განხორციელების უფლება დირექტორს ექნება მხოლოდ მისი სათანადო დასაბუთებისა და სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში. C. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით: ·გაიზარდოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალი 390,000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარით და ის განისაზღვროს 1,040,000 (ერთი მილიონ ორმოცი ათასი) ლარით; · სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის ზრდა მოხდეს ერთი აქციის ნომინალური ღირებულების გაზრდით აქციების საერთო რაოდენობისა და აქციონერების წილების შენარჩუნებით; · სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერების შენატანი გაზრდილ საწესდებო კაპიტალში განისაზღვროს მათი წილების პროპორციულად, კერძოდ შემდეგნაირად:
· შევიდეს შემდეგი ცვლილებები სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წესდებაში, კერძოდ: a. მე-3 მუხლის (კომპანიის კაპიტალი. აქციები) 3.1 და 3.2 ქვემუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „3.1 კომპანიის საწესდებო კაპიტალი (შემდგომში – კაპიტალი) შეადგენს 1,040,000 (ერთი მილიონ ორმოცი ათას) ლარს. 3.2 კომპანიის კაპიტალი დაყოფილია 100 ჩვეულებრივ აქცია, ნომინალური ღირებულებით 10,400 ლარი ერთი და იმავე კლასის აქციებისათვის.“ b. მე-4 მუხლის (აქციონერები. მათი უფლებები და მოვალეობები) 4.2 ქვემუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „4.2 კომპანიის დამფუძნებელი აქციონერები, მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა მითითებით, არიან:
· დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებები რეგისტრაციაში გატარდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; · დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ აქციათა რეესტრში რეგისტრაცია და რეგისტრირებული მფლობელებისთვის ახალი ამონაწერის გაცემა; · დაევალოს საზოგადოების აქციონერებს სამეწარმეო რეესტრში და აქციათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ 2019 წლის 1 აპრილამდე ვადაში უზრუნველყონ საწესდებო კაპიტალში წილობრივად შესატანი ფულადი თანხების (სულ 390,000 ლარი) საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა თავისი წილების პროპორციულად. D. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით: · დაევალოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორს 2019 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის არჩევა მოხდეს „სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ შესაბამისად ტენდერის გამოცხადების საშუალებით; E. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით: · სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოში არჩეულ იქნეს შემდეგი წევრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ................................., ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტიდან ................................., ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან .................................; სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორატი. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები