დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 212 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 143, 20/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №212
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცე-ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. მთავრობის სამართლებრივი აქტი გამოიცემა როგორც მისი საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ, ისე, გამონაკლის შემთხვევებში, მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით, რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 – მე-6 პუნქტების შესაბამისად.“;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 6
1. მთავრობის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები განიხილება და წყდება მთავრობის სხდომაზე, რომელიც მოიწვევა და იმართება ამ რეგლამენტის შესაბამისად, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. მთავრობის სხდომის გამართვის დროსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მთავრობის სამართლებრივი აქტი შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით. ამ შემთხვევაში დაინტერესებული უწყება დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მისი თანხმობისას დაინტერესებული უწყება სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, რომლებიც „შეთანხმების ფურცელზე“ ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, თუ მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება სამართლებრივი აქტის პროექტს, იგი „შეთანხმების ფურცელთან“ ერთად წარედგინება მთავრობის კანცელარიას.
5. მთავრობის კანცელარია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტის პროექტის ექსპერტიზასა და ხელმოსაწერად მომზადებას, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მთავრობის მიერ გამოკითხვის წესით მიღებულ სამართლებრივ აქტს.
6. ამ მუხლით განსაზღვრული გამოკითხვის წესით მიღებული მთავრობის სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები