დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კავკასუსკრედიტის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კავკასუსკრედიტის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ მე-7 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ეთანხმება სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კავკასუსკრედიტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 220410623) ლიკვიდატორის 2019 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოტანილ განცხადებას და თანხმობას აცხადებს, რომ ლიკვიდატორმა სასამართლოში შეიტანოს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ. 2. აღნიშნული განკარგულება გამოცემიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბაკის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (www.matsne.gov.ge) 3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე. პაპუნა ლეჟავა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები