დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 23/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016153 |
|
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ (www.matsne.gov.ge, 11.02.2011, 040170050.21.014.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე3) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ხელშეკრულებას, ელექტრონული ტენდერის/კონკურსის შემთხვევაში, ეს სტატუსი სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერს/კონკურსს მიენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, ხოლო გამარტივებული შესყიდვის/კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება აიტვირთება სისტემის CMR მოდულში/შესაბამის ველში;“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტი რეგისტრირდება CMR-ში, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია, ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია და მიანიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტების, ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისად, ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია, ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია და მიანიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები