„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.021423
403
23/08/2019
ვებგვერდი, 26/08/2019
140070000.10.003.021423
„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №403

2019 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2018, 140070000.10.003.020893) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოხალისეობითი ურთიერთობა არის მოხალისისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში − სამსახური) ურთიერთობა, რომელიც ამ წესდებისა და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება.“.

2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოხალისეობის მსურველმა, რომელსაც შევსებული აქვს აპლიკაცია ოფიციალურ ვებგვერდზე − www.volunteers.ge-ზე, სამსახურის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. შეკრებაზე ხდება მოხალისეობის მსურველთან გასაუბრება და აპლიკაციისათვის განკუთვნილ კითხვარში მითითებული უნარ-ჩვევების გადამოწმება. აღნიშნული ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოხალისეობის მსურველი ელექტრონული ფორმით იღებს შეტყობინებას მისი კანდიდატურის მოხალისედ შერჩევის შესახებ.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მოხალისე მეხანძრე-მაშველთა აღჭურვა და ქონებაზე პასუხისმგებლობა

1. ამ წესდების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილ მოხალისე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებს სამსახური დროებით სარგებლობაში გადასცემს სახანძრო-სამაშველო ტექნიკას, სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას, მეხანძრე-მაშველის ფორმის ტანსაცმელსა და სანივთე ქონებას.

2. სამსახური უფლებამოსილია, განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის საჭირო საწვავ-საპოხი მასალითა და შესაბამისი ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა.

3. სახანძრო-სამაშველო ტექნიკასა და აღჭურვილობაზე პასუხისმგებელია ამ წესდების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე