„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016287
18
23/08/2019
ვებგვერდი, 29/08/2019
010260020.35.151.016287
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2019 წლის 23 აგვისტო

დაბა სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ სქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №22 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020,35.151.016250) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის,  ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  სამსახურის დებულება.“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის,  ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  სამსახური.“

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის,  ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ინსპექტირებას.“.

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;“.

5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „კ“ პუნქტი ამოღებულია;

6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „ღ“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ღ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელება.“.

7. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მეექვსე მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციები:

სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და ამავე დარგების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას;

ბ) განყოფილების მიერ ცალკეული დარგების რეგულირებას, კოორდინაციასა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავებას;

გ) განყოფილების სფეროს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვებას შესწავლასა და დამუშავებას და მერისათვის დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით მიწოდებას;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუარების, სკვერების, გარეგანათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელების, წყალსაცავების, ხიდების, კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაციასა და სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელებას;

ე) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელებას;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტროფიცირების, გაზმომარაგების კანალიზაციისა და წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების განხორციელების მონიტორინგს;

ზ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შელგუჯა ღუდუშაური